მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებს ბუნებისმეტყველების გაკვეთილი ტყეში ჩაუტარდათ.
მოსწავლეები სკოლის სიახლოვეს გავრცელებული ორგანიზმების გაცნობის მიზნით სკოლის ახლოს მდებარე ტყეს ეწვივნენ, სადაც გამოიკვლიეს ხეებსა და ბუჩქებზე, ბალახებში და ნიადაგში ბინადარი მწერები, ობობები, ხოჭოები, ჭიანჭველები და სხვა მცირე ზომის უხერხემლო ცხოველები.
ბავშვები ხალისით აკვირდებოდნენ მცენარეებს, გააკეთეს ჩანაწერები, გადაუღეს ფოტოები დაკვირვების ობიექტებს. გაანალიზეს დაკვირვების შედეგები და გამოიტანეს შესაბამისი დასკვნები, თუ რატომ იკავებს ესა თუ ის ორგანიზმი ტყეში გარკვეულ ადგილს და რა თვისებები ეხმარება თითოეულ მათგანს საარსებო გარემოსთან შეგუებაში.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მსგავსი აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას და დემონსტრირებას.
იხილეთ ფოტოები20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც