მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე მასწავლებლების სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარებასა და ამ პროფესიის პოპულარიზაციაზე საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, ტრენინგი დესერტია და პირველ რიგში უნდა მივხედოთ მასწავლებლის განათლებას. საუნივერისტეტო განათლება უნდა იყოს მაღალი დონის და ამის შემდეგ არის ტრენინგი ეფექტური.
„ერთ მშვენიერ დღეს უნდა გადავიდეთ სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარებაზე და ერთხელ და სამუდამოდ ვენდოთ სკოლას. ჩვენი ხედვა არის ასეთი, განათლების მინისტრი უნდა მენდოს მე, მე უნდა ვენდო სკოლის დირექტორს, დირექტორი - მასწავლებელს, მასწავლებელი კი მოსწავლესა და მშობელს. ჩვენ ზედმეტი კონტროლი აღარ გვჭირდება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ვერანაირად ვერ გააკონტროლებს 58 684 და 2 083 საჯარო სკოლას. ეს არის უტოპია და ვისაც ეს ჯერა, მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენ გადავდივართ საბუთომანიაზე. ჩვენ გვქონდა ამის გამოცდილება, მასწავლებლების უმეტესობა, ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყვნენ სასწავლო პროცესზე კონცენტრირებულები, იმით უფრო იყვნენ დაკავებულები, როგორ აეტვირთათ კონკრეტული საბუთები.
ტრენინგი ეს არის დესერტი, ჩვენ პირველ რიგში უნდა მივხედოთ მასწავლებლის განათლებას. საუნივერისტეტო განათლება უნდა იყოს მაღალი დონის და ამის შემდეგ არის ტრენინგი ეფექტური. ადგილობრივმა მასწავლებელმა უფრო კარგად იცის სკოლის საჭიროება, ვიდრე მასწავლებლის სახლის მივლენილმა ტრენერმა. ამიტომ ჩვენ უნდა მივხედოთ სკოლის ბაზაზე მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას. მასწავლებლის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი უნდა ავამაღლოთ, რაც შეიძლება მალე. რომ ეს პროფესია გახდეს პოპულარული, მაღალი სააზროვნო უნარების სტუდენტებში, რომ ისინი შეუერთდნენ ამ პროფესიას, რომ ეს არ იყოს ხელმოცარული ხალხის საქმე სტუდენტებისთვის“ - აღნიშნა შუკაკიძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა