მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის N9 საჯარო სკოლა დაარსებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. სკოლის ადმინისტრაცია ამ თარიღის აღნიშვნას მრავალი აქტივობით გეგმავდა, თუმცა ქვეყანაში შექმნილმა ეპიდსიტუაციამ იდეების განხორციელებაში ხელი შეუშალა.
„1990 წლის 15 სექტემბერს თელავის მეცხრე (გერმანულ) სკოლაში პირველი ზარი დაირეკა. მას შემდეგ ყოველი ახალი სასწავლო წელი ასაკს გვმატებს. ვიზრდებით - ფიზიკურად, პროფესიულად. ვლამაზდებით, ვიხვეწებით და ყველაფერ ამას ჩვენი სკოლის მომავლისთვის - ჩვენი მოსწავლეებისთვის ვაკეთებთ. სკოლის დამფუძნებელი (ქალბატონი თინათინ ჯავახიშვილი და სკოლის დირექტორი (ქალბატონი ნანა თვალიაშვილი სკოლის ზრდას, წინსვლას მღელვარებით ადევნებენ თვალს და ხშირად იხსენებენ სკოლის დაარსების პირველ წლებს, იმ 45 მოსწავლეს, რომლებმაც 30 წლის უკან გაბედულად შემოაღეს სკოლის კარი და თელავის გერმანული სკოლის ისტორიაში საპატიო ადგილი დაიკავეს.
მიჰქრის დრო, 30 წლის მანძილზე ბევრი „დაფრთიანდა“ სკოლის კედლებში. თაობები თაობებს ენაცვლებოდა, სკოლის კედლებიდან ცხოვრების დიდ ასპარეზზე გადიოდნენ და საგზლად სკოლის სითბო და სიყვარული მიჰქონდათ. . . ასეა ახლაც, გვჯერა, ასე იქნება მომავალშიც. . .
30 წლის იუბილეს წლებია ველოდებოდით. რამდენი ჩანაფიქრი, იდეა გაგვიმხილა ქალბატონმა თინიკომ და ნანამ, რომ სკოლის 30 წლის იუბილეზე აუცილებლად . . . და დიიდი გეგმები, ღონისძიებების ვარიანტები, რა უნდა გაგვეკეთებინა და როგორ . . . მაგრამ რეალობამ შეგვაჩერა, გეგმები მოამვლისთვის გადავდეთ! წყნარად, ჩუმად, ერთმანეთისაგან პირბადეებით იზოლირებულებმა უხმოდ „გავატარეთ“ ეს ისტორიული ფაქტი! მთავარი ჯანმრთელობაა. გვესმის და ყველა რეგულაციის დაცვით მისალოცად და „ჩასახუტებლად“ კომპიუტერებს მივაკითხეთ.
სკოლის იუბილეს გ ი ლ ო ც ა ვ თ ! პირველ რიგში ქალბატონებს თინიკოს და ნანას, სკოლის მემატიანეებს: ნანა თუშიშვილს, ნათელა ჯიმშიტაშვილს, მარინა სეხნიაშვილს, გიული ლაფაურს, ნინო შოშიაშვილს, ლალი ზატიკაშვილს . . . დააა ყველას, ყველას, ჩვენთვის ძვირფას ძველი და ახალი თაობის მასწავლებლებს, სკოლის კურსადამთავრებულებს, მოსწავლეებს, მშობლებს, სკოლის კეთილისმსურველებს საქართველოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან თუ მსოფლიოს ნებისიერი ქვეყნიდან - ჩვენ ყველგან ვართ!
მრავალი ათეული და ასეული წელი ეზეიმოს სკოლას თავის დაბადების დღე! ყველას გვეამაყოს მისი წარმატებებით, ისტორიით, აწმყოთი! გვჯერა მომავალი ჩვენია!“-წერია სკოლის ადმინისტრაციის მისალოც წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც