მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის გელა ჭედიას სახელობის ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლე ალექსანდრე ბენიძემ ავსტრიის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცხადებულ ქვიზში გაიმარჯვა. მას სიგელი და საჩუქრები გადაეცა.
„26 ოქტომბერს ავსტრია ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ავსტრიის საელჩომ, ავსტრიელი მოსწავლების ჩართულობით მოამზადა ქვიზი ქართველი მოსწავლეებისთვის, რომელიც ავსტრია - საქართველოს ურთიერთობებს შეეხებოდა.
ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ალექსანდრე ბენიძე გამარჯვებულთა ხუთეულში მოხვდა. ავსტრიის საელჩოს წარმომადგენლები ალექსანდრეს სახლში ესტუმრნენ და სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს