„ეტალონი“ აბაშას ესტუმრება - იხილეთ მონაწილეთა სია
03-11-2020
დაკოპირებულია
-
+
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება 6 ნოემბერს აბაშაში გაიმართება. ღონისძიების მონაწილეთა სია უკვე ცნობილია.
აბაშის „ეტალონის“ ღონისძიების მონაწილეები მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ.
2020 წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ აბაშის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება. ღონისძიება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით გაიმართება.
ღონისძიებაზე მოსწავლეები ერთმანეთს „აბაშის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.