სიახლეები
ეტალონი

მოსწავლეებს იმდენად სურდათ „ეტალონში“ ჩართულიყვნენ, რომ მაქსიმალურად დავუდექით გვერდით - წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის ტიტული მერვეკლასელმა მოიპოვა
03-11-2020
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება ღია ცის ქვეშ, წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის ეზოში გაიმართა.

წალენჯიხის „ეტალონის“ ღონისძიების მონაწილეები მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ. ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. 

ღონისძიება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა. 

ღონისძიების შეფასება დამსწრე პირებს ვთხოვეთ, რომელთა შორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მერიის წარმომადგენელი, წალენჯიხის მასწავლებელთა პროფკავშირების ხელმძღვანელი და მასპინძელი სკოლის დირექტორი არიან. ასევე ემოციების გაზიარება ვთხოვეთ, საფინალო ადგილზე გასულ მოსწავლეებს და მათ დირექტორებს:

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია აღნიშნავს, რომ „ეტალონში“ მონაწილეობას მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა იღებდა, ჩვენი მხრიდან კი აუცილებლად აღსანიშნავია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ღონისძიების სამაგალითოდ ჩატარება ქალბატონი ლირას უდიდესი დამსახურების შედეგია:

„ეტალონის“ მეორე ეტაპის ღონისძიებაში 72 მოსწავლე მონაწილეობდა და ძალიან მშვიდ გარემოში ჩაიარა პროცესმა. ღონისძიება ჩვენთან ღია ცის ქვეშ ჩატარდა და ყველა არსებული რეკომენდაციის გათვალისწინებული იყო.

ყველაზე პატარა მოსწავლემ ანუ მერვე კლასელმა ყველაზე მცირე დროში დააგროვა ყველაზე მეტი ქულა და 2020-2021 სასწავლო წლის „წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა.

მოსწავლეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი, რაც ძალიან კარგია. მათი მოტივაცია და მზაობა საკმაოდ მაღალი იყო. ამ პანდემიის პირობებში ერთგვარი გამოწვევაც იყო ღონისძიების ორგანიზება, თუმცა მოსწავლეების სურვილი და მოტივაცია იმდენად დიდი იყო რომ „ეტალონში“ ჩართულიყვნენ, რომ მაქსიმალურად დავუდექით გვერდით. 

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საგანმანათლებლო პორტალი etaloni.ge და izrune.ge ძალიან დიდ მეგზურობას უწევს მოსწავლეებს ონლაინ სწავლებაში და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, როგორც გოჩა ტყეშელაშვილს, ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართულია ამ პროექტებში.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ღონისძიებაზე იმყოფებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული კავშირის წარმომადგენელი თამარ კაკაჩია, რომელმაც პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს ძალიან ძვირფასი წიგნი „პატრიარქის წერილები“ გადასცა.“

„ეტალონის“ ღონისძიებებში ჩართვის სურვილი საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ კაკაჩიამ თავად გამოთქვა:

„მოხარული ვარ, რომ წელს პირველად მოგვეცა საშუალება მონაწილეობა მიგვეღო წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ მხარდაჭერილ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებაში „ეტალონი“. ვულოცავ თითოეულ გამარჯვებულ მოსწავლეს წარმატებას, წარმატებული მოსწავლის უკან დგას წარმატებული მასწავლებელი და წარმატებული სკოლა, რითაც ნამდვილად გამოირჩევა წალენჯიხის რაიონი.“

„ეტალონის“ მეორე ტურის ღონისძიებით მშობლები, მოსწავლეები და მასწავლებლებიც რომ კმაყოფილნი არიან, ამის შესახებ წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ბადრი ბობოხია გვესაუბრება:

„წალენჯიხის „ეტალონის“ ღონისძიებაზე ძალიან მაღალი აქტივობა იყო მოსწავლეების მხრიდან. ყველა ძალიან კმაყოფილია ღონისძიებით მშობლები, მოსწავლეები, მასწავლებლები...

როგორც იცით, ღონისძიება ჩვენი სკოლის ეზოში ჩატარდა და მინდა აღვნიშნო, რომ ყველა არსებული რეკომენდაცია სრულად იყო დაცული ჩვენს მიერ. ამასთან გეტყვით იმასაც, რომ ბავშვებს ძალიან უყვართ „ეტალონის“ ღონისძიებები და მათთვის ამ პროექტში ჩართვა და მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.“

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ნანა მოლაშხიამ გვითხრა, რომ პროექტში მოსწავლეთა აქტივობა ყოველთვის ძალიან მაღალია და პანდემიის მიუხედავდ ეს აქტივობა არ შემცირებულა:

„ეტალონის“ ღონისძიებაში წალენჯიხის 30-ვე სკოლა იყო ჩართული. ძალიან მაღალი აქტივობა იყო მოსწავლეების მხრიდან და ძალიან კმაყოფილები ვართ. პანდემიის პირობებშიც კი მოსწავლეები აქტიურად ღებულობდნენ მონაწილეობას და ყოველთვის წელსაც მაღალი ჩართულობა იყო მოსწავლეების მხრიდან.

ყოველთვის მაღალი ორგანიზებულობით გამოირჩევა „ეტალონის“ ღონისძიებები და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ავტორს და მის გუნდს, ამ ყველაფრისთვის. ყოველთვის მივესალმებით „ეტალონს“ ჩვენს მუნიციპალიტეტში.“

წალენჯიხის „ეტალონის“ მოსწავლის ტიტული საჩინოს N1 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლემ გუგა კვირკვიამ მოიპოვა და როგორც ამბობს, პროექტმა უკვე დიდი გამოცდილება შესძინა: 

„სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა რთული მეჩვენებოდა გამარჯვება, რადგან ჩემზე უფროსები იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ შესაძლებელი ყოფილა. მეორე ტურისთვის ვემზადებოდი, ვკითხულობდი კლასგარეშე ლიტერატურასაც. პროექტმა უკვე ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა და დარწმუნებული ვარ ჩემთვის ეს წარმატებების მხოლოდ დასაწყისი იქნება.“

როგორც გამარჯვებული მოსწავლის სკოლის დირექტორი კახაბერ ფიფია გვეუბნება, პირველი შემთხვევაა, როცა სწორად მის სკოლის მოსწავლემ მოიპოვა წალენჯიხის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და ამ შემთხვევით ძალიან ბედნიერი და ამაყია სკოლა:

„მთელი სკოლა აღფრთოვანებული და ბედნიერია ამ ფაქტით. კი სამეულშიც გავსულვართ და ყოველ წელს ჩვენი მოსწავლეები ათეულშიც არიან, მაგრამ პირველი ადგილი აქამდე არასდროს მოგვიპოვებია. ძალიან ბედნიერები ვართ ამ ამბით. ასევე ძალიან მიხარია ისიც, რომ ჩვენი სკოლის მეორე მერვე კლასელმა მეოთხე ადგილი მოიპოვა. ძალიან კარგი, ჭკვიანი და მონდომებული ბავშვები არიან და კიდევ მეტ წარმატებას ვუსურვებ. იმედი მაქვს ფინალშიც ასეთივე წარმატებული მონაწილეობა გვექნება.“

საპატიო მეორე ადგილი განსაკუთრებით სასიხარულო იყო გიგი ცუცქირიძისთვის, რომელიც მედანის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეა. როგორც თავად აღნიშნავს, წალენჯიხაში საცხოვრებლად ახალი გადასულია და პროექტმა საშუალება მისცა, საკუთარი თავი თავიდანვე კარგად წარმოეჩინა:

„სიმართლე გითხრათ წარმატებას ველოდი. მას შემდეგ რაც გავიგეთ რომ მეორე ტურში გადავედით ვცდილობდით წინასწარ მოვმზადებულიყავით და ჩვენი ცოდნა ბოლომდე წარმოგვეჩინა. ტოპათეულში მე და ჩემი კლასელი გავედით და ძალიან სასიხარულო იყო ეს ყველაფერი ჩემთვის.

სხვათაშორის პირველად ვიღებდი „ეტალონში“ მონაწილეობას, მანამდე წალენჯიხაშიც არ ვცხოვრობდი, ახალი გადმოსული ვარ და ასეთი წარმატება ორმაგად სასიხარულო იყო, რადგან შევძელი საკუთარი თავი წარმომეჩინა.“

როგორც მედანის საჯარო სკოლის დირექტორმა მანანა მიქავამ აღნიშნა, მიუხედავად ძალიან კარგი შედეგისა პირველი ადგილის ამბიციაც ჰქონდა მის მოსწავლეს, თუმცა მიღებული შედეგით სკოლა კმაყოფილია, რადგან მეორე ადგილოსანი მოსწავლის გარდა ათეულშიც მოხვდნენ სხვა მოსწავლეები:

„შედეგი ნამდვილად მოსალოდნელი იყო, ეგ კი არა იმდენად ელოდა პირველ ადგილს რომ მერე ბოდიშიც კი მომიხადა, რომ მეორე ადგილზე გავიდა. ნამდვილად ძალიან კარგი მოსწავლე შემოქმედებითი, კრეატიული, ჭკვიანი, ბეჯითი და პასუხიმგებლიანია.

ძალიან მნიშვნელოვანია „ეტალონში“ მონაწილეობა მოსწავლეთა მოტივაციისთვის, რადგან როცა ჩვენ ვთხოვეთ, პირველი ტურისთვის მომზადებულიყვნენ, ყველა ხალისით შეუდგა ვარჯიშს. ჩვენს სკოლას ტესტირებაში მონაწილეობის გამოცდილება აქამდეც ჰქონია, თუმცა სისწრაფის გამო სხვა მოსწავლეები გვჯობნიდნენ ხოლმე, ამიტომ წელს ყველა ძალიან მონდომებული იყო. პანდემიის გამო ფორსმაჟორში მოგვიხდა „ეტალონში“ ჩართვა, მიუხედავად იმისა, რომ ყურადღება მაინც პანდემიისკენ იყო მოსწავლეებმა, მაინც შეძლეს კარგი შედეგის ჩვენება, რადგან ორი მოსწავლე ათეულში მოხვდა. ამასთან, პირობას დებენ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო უკეთეს შედეგს აჩვენებენ და უფრო მეტად ჩაერთვებიან.“

მესამე ადგილი ჯგალის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ რამაზ ხარჩილავამ მოიპოვა და როგორც „ეტალონთან“ საუბრისას აღნიშნა, სამეულში მოხვედრას ელოდა კიდეც:

„ეტალონში“ მონაწილეობას მერვე კლასიდან ვიღებ და მინდა გითხრათ, რომ ჩემი შედეგები წლიდან წლამდე იზრდება და უმჯობესდება. გასულ წლებში ათეულში ვხვდებოდი. წელს თამაშის პროცესშივე მივხვდი რომ სამეულში ნამდვილად მოვხვდებოდი, რადგან სწორი პასუხების რაოდენობა საკმაოდ მაღალი მქონდა, თუმცა რომ გამოაცხადეს ჩემი სახელი მაინც ძალიან გამიხარდა.“

მოსწავლის წარმატებით რომ მთელი სკოლა ამაყობს, ამას ჯგალის საჯარო სკოლის დირექტორის ნონა კვარაცხელიას სიტყვებიც ადასტურებს:

„ეტალონის“ ღონისძიებას მოსწავლეები ყოველთვის ინტერესით ელოდებიან და აქტივობაც საკმაოდ მაღალი გვაქვს ხოლმე. პირველი ტურის შედეგები ძალიან კარგი გვქონდა და კიდევ უფრო უკეთეს შედეგსაც ველოდით, თუმცა მესამე ადგილი ნამდვილად კარგი შედეგია და მინდა ჩემს მოსწავლეს მივულოცო გამარჯვება. ეს არა მხოლოდ მისი, არამედ მთელი სკოლის გამარჯვებაა. მინდა ჩემს მოსწავლეს წარმატებები ვუსურო და თქვენ გითხრათ, რომ ძალიან დიდ საქმეს აკეთებს „ეტალონი“. ეს არის მოსწავლის განათლებისა და ინტელექტის ასამაღლებლად გადადგმული ნაბიჯები.“

იხილეთ ღონისძიების ფოტოები

იხილეთ ასევე: გთავაზობთ წალენჯიხის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს

„რეკომენდაციებს ჩვენთან ერთად მოსწავლეებიც ზედმიწევნით იცავენ“ - წალენჯიხაში „ეტალონის“ I ეტაპის ტესტირება ჩატარდა

„ეტალონი“ წალენჯიხაში გაიმართება - იხილეთ მონაწილეთა სია

წალენჯიხის მოსწავლეთა საყურადღებოდ


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

სტუდენტების 2 კატეგორია, რომელიც 500 და 700 ლარით დაფინანსდება - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

რატომ უნდა დაიწეროს ნიშნები სკოლაში - მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები, ამოცანები

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება