სიახლეები
სკოლები

„ნიკუშა პაპას ნაამბობი“ - გაეცანით დისველის საჯარო სკოლის პედაგოგის, ნინო დოხტურიშვილის ჩანახატს
03-11-2020
-
+


„ნიკუშა პაპას ნაამბობი“ - ბოლნისის მუნიციპალიტეის დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი მორიგ ემოციურ ჩანახატს გვიზიარებს:

„ნებსით თუ უნებლიეთ ცხოვრების გზაზე, მიმოფანტულ,  უიმედო  ოცნებებს მივტირი, რომელიც ხელიდან დამისხლტა, გაუჩინარდა დაბურულ ტყეში. მომავლის იმედით შეპყრობილი, მოწიწებით ვაგროვებ, ვაახლებ ცნებებს, რომლითაც ვვითარდები,  ოკეანის ზედაპირივით ვრცელი და უსასრულო ვხდები. ვათვითცნობიერებ, რომ დედამიწის ერთი მგზნებარე, ნიავს აყოლილი შემოდგომის ფოთოლი ვარ, ზამთრის სუსხიანი დღეები შიშის ზარს რომ სცემს. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა - რა არის სულიერების არსი? გულში სანთლად  ჩამოღვენთილი ბედნიერება, ცრემლებად დაღვრილი სიხარული თუ მარადიული ხსენებით განათებული დღეები? პასუხი ერთია, როდესაც ცხოვრების რეალობას უსწორებ  მზერას, ათვითცნობიერებ, რომ წნეხად ქცეული ზმანება ხარ. იღწვი წინსვლისკენ, მაგრამ მიჯაჭვულობა ბედისწერის ეიფორიის ბურუსში გხვევს, რომლის გზამკვლევიც დიდი ხნის შემდგარი და აღსრულებული ბედის ირონიაა. შესაბამისად, ყველას თავის წილი ბედნიერება არგუნა ღმერთმა, მე ჩემი განზომილებით ვსაზრდოობ, შენ შენი ბედნიერების სივრცე გაქვს...

რომელ ბედნიერებაზე იძახი შვილო? საწოლს მიჯაჭვული, საოცრად მომხიბვლელი, მოხუცი ნიკუშა პაპა უმძიმეს დაავადებას ებრძოდა, ამიტომ მისუსტებული ხმით ამოილუღლუღა...

გაბრწყინებულ მოგონებების  კვალს რომ ტოვებს,  შენს განვლილ ცხოვრების გზაგასაყარზე...

გზა, რომლიც გამოვიარე, დაუნდობელი შეუბრალებელი იყო, სამი ობლად გაზრდილი  დედმამიშვილი ისე მოვედით აქამდე, რომ ბავშვური, ონავარი წლები, ხალისი და სიცელქე არ გვიგვრძვნია. ვეწეოდით ცხოვრების ჭაპანს ისე, როგორც შეგვეძლო. შენ თუ გსმენია ხუთი წლის ბავშვს მიწაზე შრომა აეთვისებინოს, დაებაროს, დაეთესოს??....დიახ, დასავებული, დახეთქილი ხელებით ვაკეთებდით ჩვენი ლუკმაპურის სამყოფ საქმეს და ასე ვერკინებოდით დაუნდობელ დროის სვლას. ვუძლებდით შიმშილს, სიცივეს, მარტოობის და გულგრილობას. ობლები უიმედოდ შევცქეროდით თანატოლების უდრტვინველ დღეებს და გული გვწყდებოდა ბედის უსამართლობაზე. გაცრეცილ კედელების ცივ ქვეშაგებზე, ერთმანეთს ვეხუტებოდით, რომ ადამიანური სითბო და სიყვარული გვეგრძნო. 

მამა ომში დაგვეღუპა, დედა მშობიარობას გადაჰყვა. დღენიადაგ გვიწევდა ცხოვრებისეული ტვირთის ადამიანური სიმტკიცით ზიდვა. ვგრძნობდით, რომ ჩვენს იქით საშველი არ იყო, ჩვენს იქით გარდამავალი ხანა გვიმზერდა, რომლის დარდი და ვარამიც მხოლოდ ცარიელ ფურცლებად შემდგარი უსათაურო წიგნი გახლდათ. ხოდა განვაგრძობდით ცხოვრებას ამ დახეული სამოსით, ფეხსაცმლით, რომელიც ჩვენი წილი ბედნიერების თილისმად იქცა. სინანულით ჩავქინდრე თავი და უნებურად  ოხვრა აღმომხდა, თითქოს ვინანე ჩემი მონოლოგი, რომელის დასასრული, მწარე რეალობა აღმოჩნდა...

ადრე სოფლის არე-მარეში სიცოცხლე ჩქეფდა, კვალდაკვალ დასდევდა სიხარული ბედნიერებას, ურთიერთპატივისცემა,  ერთმანეთის დანახვის სურვილს და გუგუნებდა კახური მრავალჟამიერი, თითოეული ოჯახის სადგომიდან. ყველას უხაროდა ჩამოსვლა და მეც გულით ვიღებდი დიდსა და პატარას, ჩემი დაბერებული, დანაოჭებული გულით, იმიტომ რომ  სანათესაო ჩემი დიდი განძია, მომავალი დიდი იმედი. ახლა გაქრა ეს  სიხარული...

-რატომ პაპა ხომ მოვდივართ, გნახულობთ, გეფერებით....

-არა, ახლა სიცოცხლე სიკვდილმა შთანთქა, ასე რიგრიგობით მომტაცა ამ ვერანმა ჩემი საყვარელი ხალხი. პირველი დიდი ტკივილი შვილი  იყო, თითქოს ამით მარჯვენა ხელი მომაგლიჯა, სიხარული და იმედის სხივი ჩამიქრო  გულში... მოსიარულე სიკეთე  და ადამიანობა წამართვა განგებამ! როგორ მენატრება...როგორ მაკლია.... მხოლოდ მაღალმა ღმერთმა იცის. იმ საბედისწერო დღეს სანათესაოს მოეფერა, მოესიყვარულა, ალალ-მართალი გულით და სუფთა სინდისით  დასტოვა წუთისოფელი.  ჩვენთვის მრწამსივით და სალოცავივით იყო მისი სახელის ხსენება.  ეეეხ, ერთ დღეში ჩაქრა გულში მოელვარე სანთელი, გაქრა იმ მღელვარების სხივი, რომლითაც მშობელი საზრდოობს და იკვებება.

-მართალია, დიდი შეუხორცებელი  ტკივილია, მაგრამ სიცოცხლე ხომ მაინც მიჰყვება ჩვეულ  დინებას....

-დიახ,  ეს დინება თითქოს, წყლის  ლოდებით თელავს ჩემს საყვარელ ადამიანებს. ჩემი დედმამიშვილი, ჩემი და, უბედური, უსუსური ნაადრევად დაქვრივებული, რომელსაც ცხოვრებაში დარდისა და ტკივილის მეტი არაფერი უნახავს. პატიოსნებით თავაწეული, ამაყად მდგარი, ერკინებოდა ცხოვრების უსამართლობას.  ქარმა მომტაცა  და ამით კიდევ უფრო  გააღრმავა ჩემს გულში დაბუდებული სიცარიელე. ეს ტკივილი არ მაკმარა ბედისწერამ და რამდენიმე წელში მეუღლეც მიწის ბელტებად მიქცია... მარტო მის სიმღერაზე იღვიძებდა ეზო-ყურე, ფხიზლდებოდა ადამიანური გრძნობები. ხალისი და სითბო შემოჰქონდა სანათესაოში. ის იყო ჩემთვის ჭირიც და ლხინიც. გამომაცალა ხელიდან იმ ბედნიერებამ, რომელსაც შენ ასე ტკბილად ახასიათებ. მხოლოდ გულში ვერ შეაღწია, ვერ შესძლო  სიყვარულის მარწუხებთან გამკლავება.....

და ბოლოს, ტკბილ და სანუკვარ ლუკმად, ჩემი შვილთაშვილი, ანდრო შემოიტოვა ამ ვერანამ.

სიმწრის ცრემლი მომერია, ის ვინც ჩამოთვალა, ყველა სულის წამალი და დიდი მონატრება იყო. ხანდახან სწორედ სოფლად ჩასულს, მათი ხმის გაგონების გარეშე სხვა განზომილებაში მიგვრძნია თავი, მაგრამ ახლა ჩემს დიდ ტკივილზე  იყო საუბარი და აქ მივხვდი რომ ნიკუშა პაპა სწორედ მსჯელობდა....

ანდრო - ეს დიდი ტკივილი კი არა, ტრაგედიაა შვილო.  თუ ღიმილი არსებობდა და ბედნიერი დღეები, მას გაჰყვა მასთან ერთად მიწის შუაგულში განისვენებს. როდესაც ასეთ დიდი განძი მიდის და ქრება შენი ცხოვრების არეალიდან, მერე იწყებ   გაფიქრებას, ღირდა თუ არა სიცოცხლე იმის ფასად, რომ  ჯერ შვილის, მერე მეუღლის და შვილთაშვილის სიკვდილი განმეცადა.... ამხელა გზა გაჭირვებით მოსულს, მხოლოდ ეს თუ გამტეხდა თორემ კლდიდან მოწყვეტილ ლოდივით შეუვალი და მყარი ვიყავი ... ჩემი მომრევი კაციშვილი არავინ იყო...  ხანდახან ჩემდა უნებურად ვფიქრობ,  ვოცნებობ ან რა ვუწოდო  ამას შვილო, არც ვიცი იქნებ ბოდვაა...

-რას ფიქრობ ნიკუშა პაპა?

-მივაშტერდები კარებს და ერთი სურვილი მამოძრავებს....იქნებ  ანდროს თვალები დავლანდო ზღურბლთან, დღენიადაგ მოუთმენლად ველი:

ნეტავ კარი გაიღოს და შემოვიდეს.....  ვერ  გადმოგცემ სიტყვით, როგორ მომენატრება, ჩემი სინათლე, ჩემი იმედი ნაადრევად ჩამქრალი ვარსკვლავი, წამიერად შეწყვეტილი სიცოცხლე...

ვეძახი.....ვეძახი ...ვღრიალებ დაჭრილი დათვივით, მტკივა იარები,  ფრჩხილებით მინდა  დავიღადრო სახე, მტკივა მათ გარეშე სული და გული. მადლობა ღმერთს, რომ ახლა მე გავაღებ მათთან მიმავალ კარებს.

ნიკუშა პაპა უმძიმესი დაავადების, აუტანელ ტკივილებს გმირულად იტანდა, მხოლოდ იმ იმედით, რომ იქ სადღაც გარდამავლ განზომილებაში, თავის მონატრებულ საყვარელ ხალხს  შეხვდებოდა.....

მერე უცებ თვალებით, ერთ წერტილს დაჟინებით მიაშტერდა და ღიმი გამოეხატა სახეზე. აი, ვხედავ კავთის ფერდობზე შემომდგარ ეკლესიას და მის კალთაზე მიმოფანტულ ხალხს. რა ბედნიერები არიან პაპი, რამხელა ძალისხმევა დამჭირდა ამ დამრეცი აღმართის  ამოსასვლელად. როგორც იქნა ავედი გაშლილ მინდორზე.  ეკლესიის ეზოში,  უამრავი მომღიმარი  სახე დავლანდე . ჩემი შვილი, მეუღლე, ანდრო, იქ არიან  შეკრებილები და მელოდებიან. ვერ ვალოდინებ პაპი, აი ესაა ჩემთვის ბედნიერება! ეს თქვა და კიდეც დალია სული. ამდენი წლის შემდეგ მის სახეზე ღიმილი დავლანდე, სწორედ ეს ღიმი მიაცილებდა სიცოცხლის უკანასკნელ გზაზე!

იყავით ბედნიერები,  დატკბით ოჯახით  და მოეფერეთ ყველა საყვარელ და ძვირფასს ადამიანებს. ამაში მდგომარეობს ბედნიერების არსი!“


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები
KIU-ს ახალი სამაგისტრო პროგრამა ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM) - სწავლის, კარიერული ზრდისა და დასაქმების ახალი შესაძლებლობა

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს - ცნობარი განახლდა ! 

„ჩვენმა კურსდამთავრებულმა მარიამ სოფრომაძემ კი აუღებელი ციხესიმაგრის აღება შეძლო და 70 ქულიდან - 70 ქულა აიღო“ 

პიროვნება
სკოლები
სპექტაკლის სცენარის ავტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ მჭედლიძე გახლავ

„სკოლა ულოცავს ამ დიდ წარმატებას გიორგის და კონკურსში მონაწილე საესტრადო სტუდიას“

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სიახლეები
საზოგადოება