ასპინძაში 2020 წლის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოსაპოვებლად ეჯიბრებიან
03-11-2020
დაკოპირებულია
-
+
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება ასპინძაში იმართება.
ასპინძის „ეტალონის“ ღონისძიების მონაწილეები მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ.
2020 წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ასპინძის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. ღონისძიება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით ტარდება.
ღონისძიებაზე მოსწავლეები ერთმანეთს „ასპინძის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში ეჯიბრებიან.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.