მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შუახევის მუნიციპალიტეტის შუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ემზარ ჯუმუშაძე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სკოლებში დისტანციური სწავლების შედეგებზე გვესაუბრება. დირექტორი არსებულ რეალობას აფასებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად სირთუეებისა ინტერნეტსწავლებამ გამოცდილება მოიტანა.
„პრობლემას წარმოადგენდა ინტერნეტის მხარე, მოსწავლეების მხრიდან ტექნიკური პრობლემები, ბევრ ოჯახში 3 მოსწავლეა და ტექნიკური საშუალება არ აქვთ, მაგრამ რას ვიზამთ, ეს ჩვენი რეალობაა, ამ გამოწვავს უნდა გავუძლოთ, უნდა ვიშრომოთ და ასეც ვაკეთებთ. მიუხედავად ბევრი პრობლემისა.
ასეთ დროს არ შეიძლება გულზე ხელის დაკრეფა, უნდა გამოვავლინოთ ბრძოლის მაღალი უნარი და ეს, ბუნებრივია, გადამდებია მოსწავლეებზეც. როცა მასწავლებელი არის მოტივირებული და ყველაფერს აკეთებს, რომ სასწავლო გეგმის მიზნებს მიაღწიოს, მაშინ მოსწავლეც შესაბამისად აქტიური ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივია, რაც საკლასო ოთახებში ხდება, იმასთან გათანაბრებული ვერ იქნება ცოდნის გადაცემის თვალსაზრისით ონლაინ სწავლება, მაგრამ როცა დავბრუნდებით საკლასო ოთახებში, ჩვენ გვაქვს უკვე მყარი საფუძველი იმისათვის, რომ ძალიან აქტიური შრომის შედეგად მივაღწიოთ მიზანს.
ინტერნეტ სწავლებამ ბევრი რამ მოგვცა, თავიდან ჩვენთვის ეს სიახლე იყო მაგრამ ვგეგმავთ, სკოლაში დაბრუნების მერეც მივმართოთ ამ მეთოდის გამოყენებას....
ზოგი ჭირი მარგებელიაო, თორემ სწავლა-განათლება საკლასო ოთახებში და სწავლა-განათლება ონლაინ არ არის და ვერასოდეს ვერ იქნება თანაბარი, პირდაპირი ინტერაქცია განსაკუთრებულია!“-აღნიშნავს დირექტორი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც