მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„2020-2021 სასწავლო წელს პორტალი (ელექტრონული ჟურნალი) მუშაობს სატესტო რეჟიმში. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის შეუძლებელია ზუსტი მონაცემების გაცემა“,- აღნიშნული პასუხი etaloni.ge-მ ონლაინ სწავლებისას მოსწავლეთა გაცდენების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის შემდეგ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისგან მიიღო.
მოგეხსენებათ, წინა სასწავლო წლის მსგავსად 2020-2021 სასწავლო წელი სკოლების უმეტესობაში დისტანციურად დაიწყო. იმის გათვალისწინებით, რომ დისტანციური სწავლებისას მოსწავლეებს კვლავ აქვთ საგაკვეთილო პროცესზე დასწრების პრობლემები etaloni.ge დაინტერესდა, როგორია ონლაინ სწავლებისას გაკვეთილებზე მათი დასწრების სტატისტიკა.
აღნიშნული მონაცემების მოსაპოვებლად ჩვენ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისგან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ, რაზეც შემდეგი პასუხი მივიღეთ:
„გაცნობებთ, რომ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის კომპეტენციის ფარგლებში, მოსწავლეების სასწავლო პროცესზე დასწრების შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ელექტრონულ ჟურნალში.
2020-2021 სასწავლო წელს პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის შეუძლებელია ზუსტი მონაცემების გაცემა“, - აღნიშნულია უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მოწოდებული პასუხიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ განათლების სამინისტროს, წინა სასწავლო წლის მეორეს სემესტრის მსგავსად, როცა სწავლა მთლიანად ონლაინ რეჟიმზე იყო გადასული, წელსაც არ შეუძლია ზუსტად დაითვალოს, რამდენი მოსწავლე არ ესწრება ონლაინ გაკვეთილს. რა შედეგები შეიძლება მოიტანოს და რა გავლენას მოახდენს ეს პროცესები განათლების ხარისხზე და მოსწავლეების ცოდნის დონეზე ამ კითხვებზე პასუხის გაცემა საზოგადოებისთვის მიგვინდია.
იხილეთ ასევე: პანდემიამ მოსწავლეთა და სტუდენტთა 99% დააზარალა - ექსპერტების პროგნოზით, მომავალი წელი კიდევ უფრო რთული იქნება
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა