მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კასპის მუნიციპალიტეტის იგოეთის საჯარო სკოლის დირექტორი ირმა უზნაძე დისტანციურ სწავლებაზე საკუთარ შეხედულებას გვიზიარებს და ამბობს, რომ მოსწავლეთა ნაწილი საგაკვეთილო პროცესში სხვადასხვა მიზეზით არ ერთვება.
„რთულია დისტანციურ სასწავლო პროცესის წარმართვა, რადგან ინტერნეტის ხარისხზეა დამოკიდებული, თუ როგორ ჩაატარებ გაკვეთილს, რამდენი მოსწავლე ჩაგერთვება, რამდენი მოსწავლე ვერ შეძლებს შემოსვლას ინტერნეტის არ ქონის გამო. ზოგი მოსწავლე სარგებლობს შემთხვევით და ვითომ ინტერნეტი არ აქვს, არ ერთვება გაკვეთილზე, ზოგიც - უტელეფონობას და უკომპიუტერობას იმიზეზებს. შესაბამისად, ვიცით, რომ ამ დროს სწავლების ხარისხი დაბალია, მაგრამ როცა გამოუვალი სიტუაციაა, რას ვიზავთ?
პირადად მე, გუშინ მქონდა გარე დაკვირვების გაკვეთილი ონლაინ. გარდა იმისა, რომ ნერვიულობ, თუ როგორ გაართმევენ მოსწავლეები დავალებებს თავს, ცალკე იმაზე ნერვიულობ, როგორი იქნება ინტერნეტის ხარისხი. დაიწყო გაკვეთილი და დაიწყო შეფერხებებიც, ხან ერთი მოსწავლე შეშდებოდა მონიტორზე, ხან-მეორე და ა.შ. თუმცა ბოლოს „დამინდო“ ინტერნეტმა და თავი დაანება ჩემს „წამებას“. საბოლოო ჯამში, მშვიდობით ჩავატარე გაკვეთილი, თუმცა გაკვეთილის დაწყებისას ის შეფერხების 5 წუთი საუკუნედ გაგრძელდა და საღამოს „საჩუქრად“ მაღალი წნევებიც მივიღე“,-გვიამბობს დირექტორი ირმა უზნაძე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც