სიახლეები
სკოლები

ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ელისაბეტ შარაძე დიპლომითა და ლეპტოპით დაჯილდოვდა
04-11-2020
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ელისაბეტ შარაძე საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. სკოლა მოსწავლეს წარმატებით ამაყობს და წინსვლას უსურვებს. 

„კიდევ ერთი წარმატება !

საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2019-2020 სასწავლო წელს ჩატარებულ საგნობრივ ოლიმპიადაში პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ 31 მოსწავლეს დიპლომები და ლეპტოპები გადასცეს.

საგნობრივი ოლიმპიადა ჩატარდა ექვს საგანში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. საგნობრივ ოლიმპიადაში სულ მონაწილეობას იღებდა 5000 მოსწავლე.

სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ამავე სკოლის მე-9კლასის მოსწავლეს ელისაბეტ შარაძეს მიღწეულ წარმატებას!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები
KIU-ს ახალი სამაგისტრო პროგრამა ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM) - სწავლის, კარიერული ზრდისა და დასაქმების ახალი შესაძლებლობა

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს - ცნობარი განახლდა ! 

„ჩვენმა კურსდამთავრებულმა მარიამ სოფრომაძემ კი აუღებელი ციხესიმაგრის აღება შეძლო და 70 ქულიდან - 70 ქულა აიღო“ 

პიროვნება
სკოლები
სპექტაკლის სცენარის ავტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ მჭედლიძე გახლავ

„სკოლა ულოცავს ამ დიდ წარმატებას გიორგის და კონკურსში მონაწილე საესტრადო სტუდიას“

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სიახლეები
საზოგადოება