მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„საერთაშორისო ეტალონის“ მონაწილე მზია აზნიაშვილი წლების წინ, საგანმანათლებლო პროექტში ჩართვის შესახებ დაგროვილ ემოციებსა და გამოცდილებას გვიზიარებს. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის მოსწავლე „საერთაშორისო ეტალონიდან“ დაწყებული წარმატებული გზის შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც 12 წლის შემდეგ ისევ „ეტალონთან“ მოიყვანა და დღეს შემდგარი ქალბატონი, მიღებულ გამოცდილებას და ცოდნას მომავალ თაობას უნაწილებს.
„დაახლოებით თორმეტი წლის წინ, როდესაც კისისხევის საჯარო სკოლის მოსწავლე ვიყავი, სატელევიზიო სივრცეში გამოჩნდა გადაცემა „ეტალონი“...
არვიცი რატომ, მაგრამ მისი ნახვისთანავე მიზნად დავისახე მასში მონაწილეობის მიღება. მაშინ, ლატარიის პრინციპით ხდებოდა მონაწილეების შერჩევა და საკმაოდ რთული იყო იქ მოხვედრა... ფარხმლას არ ვყრიდი, მაგრამ ამაოდ.... არ მიმართლებდა. სკოლა ისე დავამთავრე, ოცნებად დამრჩა „ეტალონში“ თამაში... პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ „საერთაშორისო ეტალონისთვის“ უნივერსიტეტიდან შესარჩევ ტურზე გვიშვებნენ სტუდენტებს და მეც ვთქვი კიდევ ერთხელ ვცდი მეთქი...
ერთ კვირაში გავიგე, რომ მე გადავედი შესარჩევ ტურში და ის ბენიერი დღე ჩემს ცხოვრებაში არასოდეს დამავიწყდება... „საერთაშორისო ეტალონმა“ იმხელა გამოცდილება შემძინა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მან ჩემი ცხოვრება შეცვალა... შემდეგ იყო სტუდენტური პროექტი, დიდი პერსპექტივა, ბევრი ახალი მეგობარი, ახალი გამოწვევები, სირთულეები და უბედნიერესი წუთები, დაუვიწყარი მოგონებებით!“- იხსენებს მზია აზნიაშვილი, რომელიც „თელავის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის“ შესარჩევ ღონისძიებას დაესწრო.
„დღეს, კიდევ ერთი საუკეთესო დღე დაუკავშირდა „ეტალონს“ ჩემს ცხოვრებაში. ერთი კვირის წინ, შევიტყვე, რომ „ეტალონის“ თამაში ჩემს სოფელში იმართებოდა. უბრალოდ არ შემეძლო არ ვყოფილიყავი აქ...
მოულოდნელი და სასიხარულო იყო ჩემთვის როდესაც ბატონმა გოჩამ სცენაზე მიმიწვია. მაშინ, როდესაც სკოლის მოსწავლე აქ მოხვედრაზე ვოცნებობდი, დღეს ჩემს მშობლიურ სოფელში შედგა ეს საინტერესო დღე და გამოვლინდა „თელავის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე“.
„ეტალონმა“ და პირადად ბატონ გოჩასთან მეგობრობამ მასწავლა ბრძოლისუნარიანობა, მიზნისკენ სწრაფვა, სხვისი წარმატების გაზიარება და გახარება. მასწავლა ის, რომ დამარცხებას არ უნდა შეუშინდე და „ერთხელ გამარჯვება ნებისმიერს შეუძლია, გამარჯვებისკენ მუდმივად სწრაფვა კი მხოლოდ გამორჩეულებს!“
ბევრი ბატონი გოჩასნაირი მამულიშვილი სჭირდება ჩვენს ქვეყანას დღეს... ულევ ენერგიას და შემართებას გისურვებთ. ჩვენ გვჭირდება „ეტალონი“- მზია აზნიაშვილი მის ცხოვრებისეულ გზას და გამოცდილებას etaloni.ge-ს უზიარებს.
- რა შეცვალა თქვენში „საერთაშორისო ეტალონმა“?
- პიროვნულად ძალიან ბევრი რაღაც შეცვალა. მაშინ მხოლოდ 16 წლის ვიყავი, პირველი კურსის სტუდენტი, მაკლდა თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის რწმენა... ვცხოვრობდი სოფელში, კარგად კი ვსწავლობდი, მაგრამ საკმაოდ რთული იყო უცებ სოფლიდან ამ სიტუაციაში თავი გამეტანა. უამრავი უცხოელი სტუდენტი, თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც იყვნენ, რომლებმაც ჩემზე გაცილებით კარგად იცოდნენ ინგლისური, არ უჭირდათ კომუნიკაციის დამყარება სხვებთან. ჩემთვის ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ სიტუაციაში საკუთარ თავს ვძლიე, თავდაჯერებულობაც მომემატა. მაშინ საუკეთესო ექვსეულში გავედი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი დადებითი ემოციები მახსოვს ბატონი გოჩასგან და „ეტალონის“ მთელი გუნდისგან.
- „საერთაშორისო ეტალონში“ მიღებულ გამოცდილებას სიამაყით იხსენებთ, როგორც ჩანს ამ გამარჯვებამ მნიშვნელოვნად შეცვალა თქვენი ცხოვრება...
-„საერთაშორისო ეტალონი“ ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელობანი ეტაპი იყო. როდესაც სოფელში და უნივერსიტეტში დავბრუნდი, ჩემს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვალა. უნივერსიტეტმა ფულადი პრიზი გადმომცა და ჩემს მიმართ გამოხატულ მეტ სითბოს ვგრძნობდი, გარემომაც სხვანაირად დამაფასა და მიმიღო.
შემდეგ იყო შეჯიბრი უნივერსიტეტებს შორის, წარსადგენად მე შემარჩიეს. მოგვიანებით კი თელავის უნივერსიტეტი „ეტალონი უნივერსიტეტი“ გახდა მთელს საქართველოში. საპატრიარქოს და ბატონი გოჩას მონაწილეობით მაშინ ტაო- კლარჯეთშიც გავემგზავრეთ. ის ერთკვირიანი მოგზაურობა არასდროს დამავიწყდება. „ეტალონში“ ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე და ჩვენი ურთიერთობა პროექტის გარეთაც გრძელდება.
- დღეს რას საქმიანობთ?- დავამთავრე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი- იურიდიული
ფაკულტეტი. შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ადმინისტრირება. ჯერ
კიდევ მაგისტრატურის სტუდენტი ვიყავი, როდესაც დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ კერძო სკოლაში. ხუთი წელია უკვე აქ ვმუშაობ. ჩემი წარმატების ფორმულა „ეტალონია“, პროექტში
გამარჯვების შემდეგ დავიწყე მიზნისკენ სწრაფვა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბატონმა
გოჩა ტყეშელაშვილმა და „ეტალონმა“ მასწავლა როგორ უნდა გიხაროდეს სხვისი წარმატება. ამ პრაქტიკას როგორც პედაგოგი, სკოლაშიც ვიყენებ.
ასევე იხილეთ- „თელავის მუნიციპალიტეტის ეტალონის“ საპრიზო ადგილები და-ძმამ გადაინაწილა - რატომ ატირდა გამარჯვებული ფინალში?
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში