მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის უჯარმის საჯარო სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში მიმდინარეობს. სოფელში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევის გამო დირექცია სასკოლო საზოგადოებას მიმართავს და მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში სწავლა დისტანციურად გაგრძელდეს.
„ძვირფასო სასკოლო საზოგადოებავ, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ თქვენთაგანს გუშინ, 4 ნოემბერს მიეწოდა ინდივიდუალური სატელეფონო შეტყობინებით ინფორმაცია სოფელში დაფიქსირებული covid-19-ის ერთი შემთხვევის შესახებ, მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ მოგვეხდინა დამატებითი ინფორმირება.
გუშინვე სკოლამ და ადგილობრივმა სამედიცინი პერსონალმა დაუყოვნებლივ აცნობა როგორც რესურსცენტრს, ისე ყველა შესაბამის ინსტანციას. თუ არ იქნება ზრდის დინამიკა, მაშინ სკოლა გააგრძელებს კონტაქტურ სწავლებას. თუ არადა გადავა დისტანციურ სწავლებაზე.
დღეს მოხდება სკოლის შენობის დეზინფექცირება თბილისის შესაბამისი სამსახურების მიერ და გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში თითო კვირის ინტერვალით პირველის სემესტრის ბოლომდე, თუ შენარჩუნებული იქნება კონტაქტური სწავლება.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს ღონისძიებები ვერ იქნება ეპიდემიის აცილების სრული გარანტი, მაგრამ ამით ვცდილობთ მოსწავლეთა სასიკეთოდ შევინარჩუნოთ კონტაქტური სწავლება, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სკოლაში არ შემოდის მოსწავლეთა დიდი მასა, სკოლა გათვლილია 200 ბავშვზე და ამჟამად სკოლაში სულ 55 მოსწავლეა.
იმედია, რომ თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურ ყოფაში მკაცრად დაიცავს სანიტარულ ჰიგიენურ ნორმებს და თავიდან ავიცილებთ ინფექციის მასობრივ გავრცელებას“,-წერს დირექტორი ნინო დათუნაშვილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც