მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N102 საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა. სკოლაში განთავსებული საარჩევნო უბნის გამო მასწავლებლები დროებით დისტანციურ სწავლებაზე იყვნენ.
სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეთა საკლასო ოთახებში დასაბრუნებლად უკვე მზადაა, შენობაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები მაქსიმალურად დაცულია, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, დიდი ქალაქების (მათ შორის თბილისის) სკოლები 25 ნოემბრამდე დისტანციურ სწავლებაზე დარჩებიან.
„ჩვენ სკოლაში ჩატარდა დასკვნითი დეზინფექცია სკოლის შენობის მთელ ტერიტორიაზე. დამუშავდა ყველა საკლასო ოთახი, ოთახში არსებული ყველა მაგიდის ზედაპირი, ფანჯრის რაფა, დაფა, სტელაჟები, კარის სახელურები, დერეფნები, კიბეები, მოაჯირები, კიბის უჯრედი, ყველა სველი წერტილი, უნიტაზი, ხელსაბანი ნიჟარა, ტრაპი. გამოყენებულ იქნა სადეზინფექციო საშუალება ლიზოფორმინ 3000, 2%-იანი სამუშაო ხსნარი. სამუშაოები შესრულდა სპეციალური ეკიპირებით ექიმი ეპიდემიოლოგი, ექიმი-დეზინფექციონისტის მადონა ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით.
სკოლა სრულ მზადყოფნაშია სასწავლო პროცესი I-VI კლასებში სკოლის შენობაში განაახლოს ოთხშაბათიდან (4 ნოემბრიდან). სკოლა ყოველდღიურად მუშავდება სველი წესით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაციის დაცვით. ყველა სართულზე დამონტაჟებულია ხელის დასამუშავებელი ხსნარები, სკოლის შესასვლელში განთავსებულია დეზობარიერი, მოსწავლეებს შორის დაცულია დისტანცია და საპირფარეშორები სრულად არის აღჭურვილი ჰიგიენური საშუალებებით, ასევე მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ თბილი წყლით“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც