სიახლეები
ეტალონი

„ყველა წარმატება, რომელსაც მოსწავლეები პროექტში აღწევენ მოტივატორი ხდება სხვებისთვისაც“ - გურჯაანის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
05-11-2020
-
+


გურჯაანში მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მორიგი ღონისძიება გაიმართა. 

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის „ეტალონის“ ღონისძიების მონაწილეები მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ. ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. 

ღონისძიება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა. 

ღონისძიების შეფასება და საკუთარი ემოციების გაზიარება მასპინძელ სკოლას, გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ დირექტორებს ვთხოვეთ.

გურჯაანის „ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენის ღონისძიება სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში ჩატარდა. როგორც დირექტორი რუსუდან მამულაშვილი-პაპუაშვილი აღნიშნავს, პროცესმა ორგანიზებულად, წესების სრული დაცვით ჩაიარა:

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ღონისძიება ძალიან ორგანიზებულად, ყველა არსებული რეკომენდაციის სრული დაცვით ჩატარდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტში და თითქმის ყველა იღებდა ღონისძიებაში მონაწილეობას.

ღონისძიების დაწყებისას მოსწავლეებს სიტყვით მივმართე და მინდა ახლაც გავიმეორო, რომ ეს არის პროექტი, რომელიც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევს მოსწავლეებს იმისთვის, რომ ცხოვრებაში კიდევ უფრო წარმატებულები იყვნენ.

გურჯაანის „ეტალონი მოსწავლის“ წოდება არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლემ ელენე არსენაშვილმა მოიპოვა. მან პროექტში მონაწილეობა პირველად მიიღო:

ნამდვილად არ ველოდებოდი ასეთ კარგ შედეგს. ჩემზე დიდი მოსწავლეებიც მონაწილებდნენ და არ მეგონა მათ თუ ვაჯობებდი. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. წელს პირველად მივიღე მონაწილეობა და ეს შედეგი ძალიან მახარებს.

არაშენდის საჯარო სკოლა დირექტორი მარინე ბოხუა მოსწავლის შედეგით კმაყოფილია და აღნიშნავს, ასეთი ბეჯითი და ნიჭიერი ბავშვისგან გამარჯვებას ნამდვილად ელოდა:

ველოდებოდით, რომ ელენეს კარგი შედეგი ექნებოდა, რადგან ძალიან ნიჭიერი, ბეჯითი და წარმატებული მოსწავლეა, თუმცა საბოლოოდ, მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა იმ სიხარულმა, რომელიც პირველ ადგილზე გასვლით მოგვანიჭა ყველას.

აქვე დავამატებ, რომ „ეტალონში“ ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის. ბავშვებს უყვართ „ეტალონი“. წელს მხოლოდ ჩვენი სკოლიდან 40 მოსწავლე მონაწილეობდა შესარჩევ ტურში. ყოველთვის მონდომებით მონაწილეობენ პროექტში და ჩვენც ყოველთვის გულით ვთანამშრომლობთ „ეტალონთან“.

საკუთარი შედეგით ბედნიერია მეორე ადგილზე გასული ვეჯინის საჯარო სკოლის მოსწავლე  ნინო ზავრაშვილი:

რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. მეორე ადგილზე გასვლას ნამდვილად არ ველოდი. მით უმეტეს, რომ „ეტალონში“ მონაწილეობა წინა წელსაც მივიღე თუმცა, ასეთი კარგი შედეგი არ მქონია. ემოციური იყო და ბედნიერი ვარ, მაგრამ მგონია რომ უფრო მეტიც უნდა მომენდომებინა.

ვეჯინის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ჯიქიძე აღნიშნავს, რომ „ეტალონის“ პროექტში ჩართვა მოსწავლეებისთვის მათი განათლებისა და ცოდნის გასაღრმავებლად მნიშვნელოვანია: 

კარგ შედეგს ველოდი, რადგან თვითონ კლასიც განსაკუთრებით კარგია. გასულ წელსაც ნინოს კლასელი გავიდა მეორე ადგილზე, მუნიციპალურ ტურში, ასე რომ მოულოდნელი ნამდვილად არ იყო. ოთხი მოსწავლე იყო მეორე ტურში ჩვენგან გასული და ერთ-ერთისგან ნამდვილად ველოდი ასეთ შედეგს.

„ეტალონი“ რომ მოტივაციას არ აძლევდეს მოსწავლეებს წელს ამდენი ბავშვი არ იქნებოდა ჩართული. ყველა წარმატება, რომელსაც მოსწავლეები პროექტში აღწევენ მოტივატორი ხდება სხვა მოსწავლეებისთვისაც. ზოგადად, „ეტალონი“ მოსწავლეებში მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, მოსწავლეებს აქვთ განცდა, რომ ისინი სამართლიანად ფასდებიან და გამარჯვება თუ დამარცხება მხოლოდ მათ ცოდნაზე და უნარზეა დამოკიდებული.

მესამე ადგილი მოულოდნელი იყო ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის მოსწავლის მათე ორველაშვილისთვის. როგორც თავად ამბობს, ძალიან გახარებულია საკუთარი შედეგით:

საერთოდ არ ველოდი ასეთ შედეგს, არ ვიცი რატომ მაგრამ მეგონა, რომ მეცხრე ადგილზე გავიდოდი, თუმცა ბოლოს როცა ჩემი სახელი გამოაცხადეს მესამე ადგილზე ძალიან გამიხარდა. სიხარული, სიამაყე და გაოცება ერთად ვიგრძენი.

მოსწავლისგან განსხვავებით შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის დირექტორის მაია ზაკალაშვილისთვის:

ნამდვილად ველოდებოდი, ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ბავშვია მათე. სიმართლე გითხრათ უფრო კარგ შედეგსაც ველოდი, თუმცა ვფიქრობ ნერვიულობის გამო ვერ შეძლო ბოლომდე საკუთარი თავის გამოვლენა. მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი წლისთვის უფრო კარგ შედეგს მივაღწევთ.

ამ ბავშვს უკვე მიეცა მოტივაცია, რომ მეტი გააკეთოს და მეტი ისწავლოს, რათა მომავალ წელს უკეთესი შედეგი აჩვენოს, რადგან ახლა საკუთარი შესაძლებლობები დაინახა, საკუთარ თავში დარწმუნდა და ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მასზე დადებითად იმოქმედებს.


დაათვალიერეთ ღონისძიების ფოტოები:

იხილეთ ასევე: გთავაზობთ გურჯაანის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს

„ეტალონი“ გურჯაანში ჩატარდება - იხილეთ მონაწილეთა სია

„ბავშვები რეკომენდაციების გათვალისწინებით კლასებში გვყავდა ტესტირების შესაბამისად გადანაწილებული“ - გურჯაანში I ეტაპის ტესტირება ჩატარდა

გურჯაანის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება