მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ინტელექტუალური შეჯიბრის მერვედფინალშია.
„წარმატებები, მრავალი გამარჯვება წინ ჩვენს უნიჭიერეს მოსწავლეებს“-ასე ამხნევებენ პედაგოგები ბავშვებს.
ასოციაცია გოკურცხის, ზუგდიდის მერიისა და ინტელექტჯგუფ კვადრიუმის ორგანიზებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებს შორის ინტელექტუალური თამაში „კვადრო“ მიმდინარეობს.
თამაში კვადრო შედგება სამი რაუნდისგან:
პირველ რაუნდში ორი გუნდი ისმენს წამყვანის 4 შეკითხვას და თამაშობს დასწრებაზე, სწორი პასუხი ორი ქულაა, არასწორი-ნული. თუ პირველმა გუნდმა დაასწრო, მაგრამ არაზუსტად უპასუხა, წამყვანი აგრძელებს კითხვის დასმას და მეორე გუნდს აძლევს შანსს, უპასუხოს ერთი წუთის გასვლის შემდეგ თუ არც ერთი გუნდი დაარტყამს ღილაკზე თითს, წამყვანი აცხადებს სწორ პასუხს.
II რაუნდში ეკრანზე გამოისახება ოთხი თემა, მაგ: გეოგრაფია, მხატვრები, მუსიკალური თემა, სპორტი. გუნდები ირჩევენ თითო მოთამაშეს, რომელიც კონკრეტულ თემაზე დაუპირისპირდება მეტოქე გუნდის რჩეულს
III რაუნდში ეკრანზე გამოისახება ისევ ოთხი თემა. ამჯერად მონაწილეები ბრმა პრინციპით ირჩევენ თემებს, მესამე ეტაპზე მოთამაშეებს მანამ არ შეუძლიათ ღილაკზე თითის დაჭერა, სანამ წამყვანი კითხვის დასმას არ დაასრულებს და არ იტყვის „დრო”.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც