მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის კვახჭირის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი თინათინ ყუფარაძე მასწავლებლის პროფესიაზე, განვითარების გზებზე და პანდემიის თანმდევ გამოწვევებზე გვესაუბრება. ასევე საინტერესოა პედაგოგის პასუხი კითხვაზე - რა გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს?
„შეკითხვა, რომელიც მუდამ აქტუალურია. ბევრი რეფორმა განხორციელდა სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. მასწავლებლობა დინამიური პროფესიაა, მუდამ იცვლება და იხვეწება, ეპოქის შესაბამისად ცდილობს სიახლეებს ფეხი აუწყოს. ყველა განხორციელებულ რეფორმას ჰქონდა პლიუსები და მინუსები. რეფორმის შედეგად დანერგილი სიახლე უნდა იყოს ადაპტირებული სასწავლო გარემოზე, იმ სინამდვილეზე მორგებული, რა სინამდვილეც ჩვენს სააღმზრდელო დაწესებულებებშია. ყველაფერი გადმოქართულებული, ევრო- სტანდარტებზე გათვლილი არ მოგვცემს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.
იდეა, რომ მასწავლებელი ყოველ წელს უნდა ფასდებოდეს, გამოიწვევს მასწავლებლისთვის დროის ამაოდ კარგვას: ქაღალდომანია, დროზე გაწერილი გეგმები... უნდა ჰქონდეს ოპტიმალური დრო, გაეცნოს სიახლეებს, შესაბამის ლიტერატურას, მეთოდებს, შემდეგ დანერგოს პრაქტიკაში. მხოლოდ საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე გამოავლინოს ხარვეზები, იზრუნოს მათ გაუმჯობესებაზე, გაიაროს შესაბამისი ტრენინგები, ყოველ ოთხ წელიწადში ჩააბაროს პროფესიულ უნარებში გამოცდა. რაც ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას და არა ყოველ წელს მონიტორინგის შიში. ჰქონდეთ მასწავლებლებსაც ოთხწლიანი მანდატი, ჩააბარებენ გამოცდას, ისევ შეძლებენ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გზას დაუთმობენ სხვა პროფესიონალ კადრებს.
ურთულესია მართო სასწავლო პროცესი პანდემიის პირობებში. სწავლების შერეული მეთოდი ძნელი გასაგებია მოსწავლეებისთვის. დიდ ქალაქებში, დარჩე სახლში და ჩაერთო გაკვეთილებს დისტანციურად მაშინ, როცა თანატოლები რეგიონებში კონტაქტურად სწავლობენ. თუმცა კონტაქტურ სწავლებას თან სდევს რისკი და შიში; დისტანციის დაცვა, თერმოსკრინინგი, რეგულაციები, რაც ართულებს სასწავლო პროცესს.
დისტანციური სწავლების პროცესში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მასწავლებელი არ უნდა იყოს სასწავლო მასალის ამოწურვაზე ორიენტირებული, პირიქით შეარჩიოს მარტივი და საინტერესო თემები, რათა სასწავლო პროცესი გახადოს ორმხრივი. აუცილებელია არსებობდეს განმავითარებელი შეფასება, სადაც გამოიკვეთება მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები. ნიშანი არ უნდა იყოს დასჯის მექანიზმი, მოსწავლეს არ უნდა ჰქონდეს ცუდი ნიშნის შიში.
მასწავლებელი მუდმივად სიახლის ძიებაშია. სიახლეებს შემდეგ ვნერგავთ პრაქტიკაში, ვუზიარებთ კოლეგებს, ვიღებთ რჩევებს, ვცდილობთ, შევიცვალოთ, მეთოდები დავხვეწოთ, მოსწავლეთა ინტერესებს მოვერგოთ. მზად ვართ, დისტანციური სწავლების დროს მიღებული ცოდნა დავნერგოთ საკლასო ოთახებში და სასწავლო გარემო მრავალფეროვანი გავხადოთ!“-აღნიშნავს სკოლის ისტორიის მასწავლებელი თინათინ ყუფარაძე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც