სიახლეები
პიროვნება

„ხელოვნებაში მთავარია, შენს თავთან იყო მართალი და საკუთარი თავი იპოვო... დაკვეთით ღირებულს ვერაფერს შექმნი“ - ლაშა გერლიანი, პოეტი მესტიიდან
11-11-2020
-
+


ამჯერად, etaloni.ge- სტუმარი პოეტი ლაშა გერლიანია მესტიიდან, თუმცა როგორც გაგვიმხილა, საკუთარ თავს პოეტს ნამდვილად არ უწოდებს; პოეზია ლაშას ცხოვრებაში დიდი ტრაგედიის მერე შემოსულა - ექვსი წლისას დედა გარდაეცვალა და ახლა იხსენებს, რომ თავიდან მისი ლექსები პესიმიზმით იყო სავსე. რა ხდება დღეს? - დღეს ლაშა გერლიანის ლექსებში პესიმიზმი რეალიზმმა ჩაანაცვლა, სადაც ხანდახან ოპტიმიზმიც ჩანს. თავად იურიუდიულ ფაკულტეტზე სწავლობს, მაგისტრანტია და რადგან სწავლა ჯერ არ დაუსრულებია, იურისპრუდენციასაც არ მიიჩნევს პროფესიად, თუმცა უჭირს თქმა, მისი ჰობი ლექსების წერაა თუ კანონების სწავლა...

- ლაშა, როგორ გრძნობთ თავს, პანდემიის პირობებში?

- ჯანმრთელობის მხრივ, კარგად ვარ, თუმცა არსებული შეზღუდვები დისკომფორტს ქმნის.

- თქვენს შემოქმედებაზე რამდენად იმოქმედა ამ ყველაფერმა?

- შეიძლება, წესით, პირიქით უნდა ყოფილიყო და სახლში ყოფნას სხვა შედეგები უნდა გამოეწვია, მაგრამ ისე მოხდა, რომ ნაკლებად აქტიური ვარ.

- ეს ერთგვარი შემოქმედებითი კრიზისია?

- ასე გამოდის - ეს თვეები ვერ ვგრძნობ თავს კომფორტულად.

- მაშინ, იმაზე გვიამბეთ, როდის და როგორ შემოვიდა პოეზია თქვენს ცხოვრებაში?

- სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მახსოვს, როდის დავწერე პირველი ლექსი და არც შენახული მაქვს ეს ჩანაწერები.

- მშობლები უფრო ინახავენ ხოლმე შვილისშედევრებს“.

- არავინ იცოდა, მე რომ ვწერდი. ვწერდი საიდუმლოდ - არავის ვაკითხებდი.

- და შემდეგ ანადგურებდით?

- ხდება ხოლმე ასეც... ჩემი პირველი ჩანაწერები მართლა არ მახსოვს, თუმცა მიმდინარეობას რაც შეეხება,  ახლა თუ რეალიზმი და პატრიოტიზმია, მაშინ ასაკიც ისეთი მქონდა, თინეიჯერი ვიყავი...

- მაგ პერიოდში, ალბათ, სიყვარული და რომანტიზმი იქნებოდა განმსაზღვრელი..

- ასეც იყო, თუმცა იყო ნეგატიური სიტუაციაც... დედა გარდაიცვალა, როდესაც პირველ კლასში ვიყავი და ვფიქრობ, უფრო მეტად, ტრაგიზმმა გამოიწვია პირველად ჩემში პოეზიის შემოსვლა. უფრო მეტად ტრაგიზმისკენ ვიხრებოდი და ვწერდი ისეთ, ლექსებს რომლებსაც არ ჰქონდა კარგი დასასრული; მარტივად რომ ვთქვათ - პესიმიზმი სჭარბობდა.

- მოგვიანებით, პესმიზიმი ოპტიმიზმმა თუ ჩაანაცვლა?

- რეალიზმმა შეცვალა, თუმცა ამ რეალიზმში ოპტიმიზმის პატარ-პატარა გამოვლინებები არის ხოლმე, საბედნიეროდ.

- პოეტს თუ უწოდებთ საკუთარ თავს?

- არა, ეს ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია... ჩვენ პოეტები ოდესღაც გვყავდა...

- ლექსებს ვისთვის წერთ?

- ფართე საზოგადოებისთვის ნამდვილად არ ვწერ. პოეზიის საღამოებიც იშვიათად მაქვს ხოლმე, და იშვიათად ვაცნობ ჩემს ნაწერებს.

- ხელოვანის ცხოვრება საქართველოში მარტივი არ არის - რთულია თავის დამკვიდრება და მით უმეტეს, აღიარების მოპოვება; ადგილობრივი ხელისუფლება რამდენად გიჭერთ მხარს?

- სიმართლე გითხრათ, არასოდეს მიგრძნია თავი მიტოვებულად - ყოველთვის იყო ჩემს მიმართ ყურადღება, თუმცა, რომ ამბობთ - რთულია ხელოვანისთვის საქართველოში თავის დამკვიდრებაო, ეს არც მიცდია. ხელოვნებაში მთავარია, შენს თავთან იყო მართალი და საკუთარი თავი იპოვო და თუ ეს ყველაფერი საზოგადოებასაც მოეწონება, რა თქმა უნდა, დიდი პლუსია. მე ყოველთვის ვეძებ საკუთარ თავს და არასოდეს ვცდილობ თავის დამკვიდრებას.

- მხოლოდ ძიებით და თავის დაუმკვიდრებლად, შემოსავალი ვერ გექნება ადამიანს, არ მეთანხმებით?

- დღეს საქართველოში, ფაქტობრივად, შეუძლებელია, საკუთარი შემოქმედება იყოს შემოსავლის წყარო. მე ვისთანაც მაქვს შეხება, ყველას შემთხვევაში არის პრობლემა - ვერასოდეს იღებენ შემოქმედებით მატერიალურ სარგებელს და მე თუ მკითხავთ, როდესაც ადამიანი შემოქმედებით მატერიალურ სარგებელს ეძებს, ეს არც არის კარგი.

- რას გულისხმობთ?

- ხელოვნება სხვა რამაა - ბედნიერი ხარ, როდესაც ქმნი, ხარ საკუთარ თავთან მართალი, შეგიძლია სიტყვებით თამაში და ასე გადმოსცემ სათქმელს, რასაც, ალბათ, სხვაგვარად უბრალოდ ვერ გადმოსცემდი.

- პროფესიით იურისტისთვის, ლექსების წერაა ჰობი თუ კანონების დასწავლა?

- სიმართლე გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია, მაგისტრატურაზე ვსწავლობ და ჯერ მაინც არ მივიჩნევ  პროფესიად.

- გაყიდვადი პროდუქტი ისაა, რაზეც საზოგადოებას აქვს მოთხოვნა და დიდი პოეტების კარიერაშიც ყოფილა შემთხვევა, როდესაც დაკვეთით დაუწერიათ ლექსი...

- როდესაც არ გიცდია მსგავსი რამ, რთულია პასუხის გაცემა, თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც პროექტისთვის გარკვეული მიმართულებით ლექსის დაწერა მთხოვეს, მაგრამ არაფერი გამოვიდა - განა იმიტომ, რომ დამეზარა, უბრალოდ - ვერ შევძელი... ვფიქრობ, დაკვეთით ღირებულს ვერაფერს შექმნი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სტუდიაში ბავშვები სწავლობენ ასაკზე მორგებულ საესტრადო და ხალხურ სიმღერებს

ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება