ეს კვირა ნოემბერში საუკეთესოა, მორიელი და თევზები ყველაზე იღბლიანები არიან - საგანგებო გაფრთხილება ლომებს და მშვილდოსნებს
ნოემბრის განმავლობაში ეს არის საუკეთესო კვირა, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები ამ დღეებში მოაგვარეთ. შემდეგ კვირას ეფექტური არ იქნება.ოთხშაბათს მერკური მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადავა - ორგანიზებულობა, მიზანსწრაფვა, მოთმინება, ინტუიცია, სიჯიუტე, ეჭვიანობა, წყენის დამახსოვრება მოიმატებს.
შაბათს მარსი სწორად მავალი ხდება და საქმეების გამოსწორებისა თუ ახალი საქმეების დაწყების შესაძლებლობები იმატებს.
ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის ასეთია:ვერძი: მიუხედავად იმისა, რომ ენერგოტონუსი დაბალია,ეს კვირა მაინც კარგია, ვიდრე წინა იყო. ძველი ვალებისა და ვალდებულებისგან გათავისუფლებას შეძლებთ. სასიკეთო ცვლილებების შემოტანას შეძლებთ თქვენს ცხოვრებაში.
კურო: რადიკალურად შეგიძლიათ თქვენი ავტორიტეტისა და პოპულარობის გაზრდა. აქტიური, ენერგიული ხართ. არასტანდარტული მოქმედებები შეგიძლიათ, ბიზნეს საქმიანობის, მატერიალური მდგომარეობისა და პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის კარგი დროა. ენერგოტონუსიც აიწევს. ერთ-ერთი საუკეთესო კვირა გაქვთ და აქტიურობა აუცილებელია.
ტყუპები: აქტიური, კონტაქტური, და საინტერესო ინფორმაციის გადამტანი ხართ. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია ნებისმიერი სახის პარტნიორული ურთიერთობებისთვის, როგორც საქმიანი, ისე პირადი. სასიკეთო კვირაა, საინტერესო იდეებისა და საკუთარი თავის არაორდინალურად წარმოჩენის საშუალება მოგეცემათ. იმოქმედეთ.
კირჩხიბი: ერთ-ერთი ფავორიტი ხართ. ბიზნეს საქმიანობა, პირადი ურთიერთობები თუ ახალი ურთიერთობებისთვის ძალიან კარგი პერიოდია. ყველა სფეროში ერთ-ერთი იღბლიანი და წარმატებული, სწორედ თქვენ ხართ და გამოიყენეთ ეს. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც შეძლებთ.
ლომი: გადაფასების პერიოდი გაქვთ. ყურადღება გმართებთ. კრიტიკული ხდებით საკუთარი და სხვების ქმედებების მიმართ, რაც დაგეხმარებათ სწორად დაალაგოთ პრიორიტეტები. კონფლიქტების ტენდენციაც გაქვთ.
ქალწული: წარმატებული ხართ. იმდენად ბევრი საქმე გაქვთ, შეიძლება გადაიღალოთ კიდეც. შრომისუნარიანობა, მოთმინება, შეუპოვრობა გაძლევთ საშუალებას, ბევრი საკითხი კარგად გადაწყვიტოთ. კარგი პროექტების, ახალი გეგმებში ჩართვის, პირადი ურთიერთობისთვის და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვისაც კარგი შანსები გაქვთ.
სასწორი: საქმეშიც და პირად ურთიერთობაშიც კარგად ხართ, თუმცა თქვენი ლტოლვა სიამოვნების მიმართ მომატებულია, რაც მაცდუნებელი შეიძლება იყოს. რომანტიკულმა თავგადასავლებმა, შეიძლება საქმიანი პროექტები შეაფერხოს. ამიტომ გმართებთ სიფრთხილე.
მორიელი: მთავარი ფავორიტი ხართ. შარმიანი, მიმზიდველი, აქტიური, ინიციატივიანი ხართ. წარმატების არნახული შანსი გაქვთ. იმდენად წარმატებული ხართ, შეიძლება ამან საჭესთან გაგათამამოთ, ტრამვულ-ავარიულ სიტუაციებს ერიდეთ. პირადი, საქმიანი და რისკიან საქმიანობაშიც კი წარმატებული ხართ, თუ ეს იქნება გააზრებული.
მშვილდოსანი: პრობლემა გაქვთ, იმუნიტეტი დაბალი გაქვთ. ყურადღებით იყავით, ემოციური გაღიზიანება იმატებს. ახალი არაფერი წამოიწყოთ. ფარული მტრები და ჭორები აქტიურდება. შემდეგი კვირიდან იგრძნობთ მდგრადობას.
თხის რქა: წარმატებული ხართ, დაბალანსებას შეძლებთ, საქმეშიც წარმატება გაქვთ და პირად ურთიერთობებშიც. ინტერესი გიჩნდებათ საწინააღმდეგო სქესის მიმართ, რომანტიული ურთიერთობებისთვის კარგი დროა. დილით თუ საქმეში იქნებით, საღამოს რომანტიკულ ვითარებაში აღმოჩნდებით.
მერწყული: ცვლილებების დროა. მართალია ენერგოტონუსი დაბალია, მაგრამ საქმიანი კუთხით წარმატებები გაქვთ. ფინანსური დივიდენდები, გეგმების რადიკალური შეცვლა შეიძლება მოხდეს. სასიკეთო ცვლილებების შესაძლებლობები მაღალია.
თევზები: თქვენნაირი რომანტიკოსი მეორე არ არის ამ კვირაში. ერთ-ერთი საუკეთესო კვირა გაქვთ წლის განმავლობაში. ინტუიციაზე დაყრდნობით, შეგიძლიათ კარგი საქმეები წამოიწყოთ და კარგი კონტაქტები დაამყაროთ. ფინანსურ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ, რომანტიკულ ურთიერთობებში იქნებით არნახულად შარმიანი.