მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბარდუბნის საჯარო სკოლაში მარიამ ბარდაველიძის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა.
მარიამ ბარდაველიძე ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე 23 წლის გოგონა იყო, რომელიც რამდენიმე დღეში იმსხვერპლა ავმა სენმა. მისი გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ გადაწყვიტეს, მის სკოლაში, მისი სახელობის ბიბლიოთეკა გაეხსნათ. მარიამის ოჯახმა სკოლის ბიბლიოთეკას ჩაუტარა რეაბილიტაცია და საჭირო ინვენტარით აღჭურვა, გიორგი კეკელიძემ კი ბიბლიოთეკა წიგნებით შეავსო.
„ბიბლიოთეკა დაამშვენა ნინო ჩაკვეტაძის ულამაზესმა ნამუშევარმა, რომელიც მან მარიამის ბიბლიოთეკას უსახსოვრა. ამისთვის უღრმესი მადლობა მას.
სიმბოლური იყო ისიც, რომ გიორგი კეკელიძის მიერ მარიამ ბარდაველიძის სახელობის ბიბლიოთეკის გახსნა დაემთხვა მარიამის მამის, შესანიშნავი ადამიანის, პედაგოგისა და ამავე სკოლის ყოფილი დირექტორის, რამაზ ბარდაველიძის გარდაცვალებიდან ერთი წლისთავს. შემთხვევითი იყო ეს დამთხვევა, მაგრამ ძალიან მძაფრი. იმავე დღეს მარიამის დას - 12 წლის ლიზის - გურული დღიურების სტიპენდია დაენიშნა.
მარიამის ოჯახი მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ კეთილ საქმეში მიიღო მონაწილეობა და აგრეთვე მათ, ვინც მომავალში წიგნებით გაამდიდრებს და სასარგებლო იდეებისთვის გამოიყენებს მარიამის სახელობის ბიბლიოთეკას“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ბიბლიოთეკის ფოტოები და ნინო ჩაკვეტაძის ნამუშევრები
ფოტოზე გიორგი კეკელიძესთან ერთად მარიამის და ლიზია, რომელსაც სტიპენდია დაენიშნა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც