მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შორაპნის საჯარო სკოლის VIIა კლასში სასკოლო პროექტის - „ცხოვრება პალეოლითში“ პრეზენტაცია ჩატარდა.
პროექტის ხელმძღვანელი იყო პედაგოგი ფიქრია ხუჯაძე.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია პალეოლითის ხანის ჰომინიდების შესახებ. თავიანთი წარმოსახვით ააგეს პრიმიტიული საცხოვრებელი სახლები, შექმნეს ხის და ქვის საბრძოლო, სამონადირეო და შრომის იარაღები, დაამზადეს ამულეტები, რომლითაც ტომის ბელადი იცავდა თავის ტომს ბოროტი ძალებისაგან, შექმნეს თემატური მძივები, ტანსაცმელი, თიხის ჭურჭელი.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პრეზენტაცია საინტერესო და მხიარულ გარემოში გაიმართა. პროექტის ფარგლებში შექმნილმა პროდუქტმა (მაკეტები, იარაღი, ჭურჭელი და სხვა) სასკოლო თემში დიდი მოწონება გამოიწვია. მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი გააგრძელონ შემეცნებითი მოგზაურობა ჰომინიდების სამყაროში და უმოკლეს ვადაში წარმოგვიდგინონ ბრინჯაოს ხანის ადამიანთა კიდევ უფრო საინტერესო ცხოვრების ნიუანსები.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც