მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა ბახტაძე მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელის, ბერიკა შუკაკიძის იდეას, რომ მასწავლებელი ყოველ წელს უნდა ფასდებოდეს, არ ეთანხმება.
„არ ვეთანხმები, ვინაიდან მასწავლებელი მეტ დროს დაუთმობს თავისი თავის შეფასების კრიტერიუმების დაკმაყოფილებას და ნაკლებად იზრუნებს მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებაზე ისე, როგორც ეს ხდებოდა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების მზადებისა და კრედიტქულების დაგროვებისას.
სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას, ჩემი აზრით, ხელს შეუწყობს მასწავლებელთა გადამზადება გაკვეთილზე ტექნოლოგიების გამოყენების მიზნით. დღეს არაფრით განსხვავდება მოქმედი მასწავლებლის, უფროსი, წამყვანი თუ მენტორის გაკვეთილები ერთმანეთისაგან. წარმატებული მოსწავლე ყველა საგანში წარმატებულია და ზარმაცი მოსწავლე ვერც წამყვანმა და ვერც მენტორმა ვერ დააინტერესა ცოდნის შეძენით.
მასწავლებელს, რომელსაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული (იცის საგანი და მისი სწავლების მეთოდიკა) არ უნდა ესაჭიროებოდეს ყოველ წელიწადს შეფასება. მასწავლებელს ინტერნეტ-ტექნოლოგიების გამოყენების მიზნით გადამზადება ესაჭიროება. განათლების დამადასტურებელ დოკუმენტის შესაბამისად უნდა ასწავლიდეს მასწავლებელი საგანს და არა სასურველ საგანში სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებით“,-აღნიშნავს დირექტორი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც