მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის X-XI კლასის მოსწავლეები: ანი ხურცილავა, მარიამ აფხაძე, მარიამ ქაშიბაძე, ანი ბენიძე, ვერონიკა ჯანგავაძე (პედაგოგი იზოლდა ჯანგავაძე) მონაწილეობდნენ პროექტში „ვისაუბროთ კულტურულ მემკვიდრეობაზე“.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და Academic Press of Georgia-ს მხარდაჭერით ტარდება.
კონკურსის მონაწილეებმა I და II ეტაპი წარმატებით გადალახეს, რის შედეგადაც სერტიფიკატები და 2 მნიშვნელოვანი წიგნი: „რუკები“ და „საქართველოს 100 ძეგლი“ დაიმსახურეს.
„გუნდი გადავიდა დასკვნით ეტაპზე. მოსწავლეებმა კონკურსისათვის შეარჩიეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - ხომულის ციხე, რომელზეც მოსწავლეებმა უნდა შეაგროვონ შთამბეჭდავი ინფორმაცია და მიაწოდონ ორგანიზატორებს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მონაწილეებს და დასკვნით ეტაპზე გამარჯვება“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც