სიახლეები
ეტალონი

„ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა ზეიმია „ეტალონის“ ჩატარება“ - აბაშის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
10-11-2020
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიების მონაწილეები მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ. ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. 

ღონისძიება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა. 

ღონისძიების შეფასება და საკუთარი ემოციების გაზიარება რესურსცენტრის ხელმძღვანელს, მასპინძელ სკოლას, გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ დირექტორებს ვთხოვეთ.

აბაშის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მერაბ მიგინეიშვილი:

„ეტალონი“ ტრადიციული ღონისძიებაა, თუმცა წელს განსხვავებული მდგომარეობა გვქონდა კორანვირუსის პანდემიის გამო, რადგან განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდით იმას, რომ რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართულიყო. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, წელსაც ისევე როგორც გასულ წლებში, „ეტალონი“ მაღალორგანიზებული იყო. ღონისძიებაზე მოსწავლეების ნიღბებში ყოფნა ცოტა უჩვეულო იყო, თუმცა ამას მათ ცოდნაზე და აქტივობაზე გავლენა არ მოუხდენია.

ღონისძიებაში მონაწილეობა ჯამში 73-მა მოსწავლემ მიიღო. ამასთან, ნიშანდობლივია, ისიც რომ მონაწილეთა წლოვანება გაახალგაზრდავებულია. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მერვე, მეცხრე კლასელები, გამარჯვებულთა შორისაც ამ ასაკის მოსწავლეები იყვნენ.

პირველად მოხდა ჩვენს სინამდვილეში, როცა პირველი და მეორე ადგილი დაიკავა ერთი და იმავე სკოლის ორმა მოსწავლემ, რაც ძალიან სასიხარულოა.

აბაშის „ეტალონი მოსწავლის“ ღონისძიება აბაშის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ამ სკოლის მოსწავლემ დაიკავა მესამე ადგილი. როგორც სკოლის დირექტორი დოდო დოლიძე აღნიშნავს, ღონისძიება რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა:

„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია მოსწავლეებს აქვთ მასში მონაწილეობის მოტივაცია. ამასთან მე მიხარია, რომ ზოგად განათლების განვითარებას უწყობს ხელს. რაც შეეხება ჩემს მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეს, გეტყვით, რომ ძალიან მოტივირებული და ჭკვიანი ბიჭია. რომ არ დაგიმალოთ უფრო კარგ შედეგს ველოდი. მესამე ადგილი ცუდი არ არის, მაგრამ მას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ უკეთესი ადგილი მოიპოვოს და მომავალ წელს ალბათ ისევ მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიებას „ეტალონის“ დიდი მეგობარი და თანამოაზრე შალვა ჯღარკავა ესწრებოდა, რომელიც „ეტალონის“ მრავალწლიან ღვაწლზეც გვესაუბრება:

ჩემი და „ეტალონის“ თანამშრომლობა უკვე ათწლეულს ითვლის და ჩვენ თანამოაზრეები ვართ. „ეტალონი“ რასაც ახორციელებს ეს არის საუკუნის პროექტი. მინდა ერთი ჩინური ანდაზა გავიხსენო, „თუ ერთწლიანი გეგმა გაქვს ბრინჯი დათესე, თუ ათწლიანი გეგმა გაქვს ხეები დარგე, ხოლო თუ ასწლიანი გეგმა გაქვს შვილებს განათლება მიეციო“ და სწორედ ამ ასწლიან გეგმას არის შეჭიდებული გოჩა ტყეშელაშვილი, რომლის დანახვაც ბევრს უჭირს.

ძალიან ძნელია ვიღაცის დარწმუნება იმაში, რომ დღეს ჩადებული მარცვალი, რომელიც განათლებას ეხება ნაყოფს ერთ წელში არ ისხამს.

ამ პროექტმა გაუძლო დროს და ბევრ პრობლემას. თანამოაზრეს რა შეუძლია თქვას დადებითის გარდა. ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა, რომ ეს ძალიან კარგი პროექტია, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არის. ვერც ერთი სხვა პროექტი ვერ მივა ახლოს „ეტალონთან“. ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა ზეიმია „ეტალონის“ ჩატარება. ეს ნამდვილად დიდი დღესასწაულია მოსწავლეებისთვის. 

პირველი ადგილი სამიქაოს საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ნადარეიშვილმა დაიკავა: 

წელს პირველად მივიღე მონაწილეობა „ეტალონში“ და ძალიან ბედნიერი ვარ ასეთი წარმატებით. იმედი მაქვს, რომ ფინალშიც მივაღწევ წარმატებას.

გეტყვით იმასაც, რომ ძალიან მომეწონა, რომ ზოგადი კითხვებიც იყო საგნობრივი კითხვების გარდა და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობას ყოველთვის მივიღებ, როდესაც კი შესაძლებლობა მექნება.


მოსწავლეების წარმატებული მონაწილეობით ამაყია სამიქაოს საჯარო სკოლის დირექტორი მარინა მიქაძე:

„ეტალონის“ პროექტის მიმართ ძალიან დადებითად და პოზიტიურად ვარ გამსჭვალული, რადგან ის მოსწავლეების ცოდნას წარმოაჩენს. ეს არის ქართული პროექტი, რომელიც პატრიარქის მხარდაჭერით ტარდება და მოსწავლეების მოტივაციასა და განათლებას ისახავს მიზნად.

ჩემი სამი მოსწავლე მოხვდა ათეულში, ეს მოსწავლეები ოქროს მედალოსნობის კანდიდატები არიან და წარმატებულ შედეგს ნამდვილად ველოდი, ამიტომ ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ ჩემი ბავშვების ასეთი წარმატებით.

სამიქაოს საჯარო სკოლის კიდევ ერთმა მოსწავლემ დიმა ჯანგველაძემ დაიკავა საფინალო მეორე ადგილი:

როდესაც გავიგე, რომ მეორე ადგილზე გავედი ძალიან გამიხარდა. სიხარულს მეორე დღესაც ვერ ვმალავდი. ყველა მილოცავდა წარმატებას და ძალიან გახარებული ვარ. 

აბაშის „ეტალონის“ ღონისძიებაში მესამე ადგილი აბაშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე გოჩა ხურცილავამ დაიკავა და როგორც თავად გვეუბნება, უკეთესი შედეგის მოსაპოვებლად მონაწილეობის მიღებას მომავალ წელსაც აპირებს:

ძალიან გამიხარდა მესამე ადგილზე გასვლა. თავიდან ვნერვიულობდი, თუმცა შემდგომ მომეხსნა ეს ნერვიულობა და სამეულშიც მოვხვდი. „ეტალონში“ მეორედ მივიღე მონაწილეობა, წინა წელს ტესტირების პირველ ეტაპზე ზღვარი გადავლახე, მაგრამ მეორე ტურში ვერ მოვხვდი და მიზნად მქონდა წელს ჩემი შედეგი გამეუმჯობესებინა. იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს უკვე გამარჯვებულის ტიტულსაც დავიმსახურებ.

საპატიო მესამე ადგილი დაიკავა პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლემ დალი მერკვილაძემ:

პროექტში უკვე მესამე წელია ჩართული ვარ. ძალიან კარგი პროექტია. გაჩვენებს რა გჭირდება, რისი სწავლა უნდა გააუმჯობესო, რა იცი უფრო მყარად და შედარებით ნაკლებად. ეს არის შანსი უფრო განვითარდე და გაუმჯობესდე. „ეტალონმა“ დამანახა რა ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები. დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას მომავალ წელსაც და იმედი მაქვს წარმატებული ასპარეზობა მექნება.

დაათვალიერეთ ღონისძიების ფოტოები

იხილეთ ასევე:

გთავაზობთ აბაშის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს

აბაშაში 2020 წლის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის ეჯიბრებიან

„ეტალონი“ აბაშას ესტუმრება - იხილეთ მონაწილეთა სია

„სკოლებში ტესტირება რეკომენდაციებით ჩატარდა, რადგან მოსწავლეთა უსაფრთხოება უპირველესი იყო“ - აბაშაში „ეტალონის“ I ტური დიდი აქტივობით ჩატარდა

აბაშის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს ანაზღაურება გაეზრდება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა

„მოსწავლეების მოთხოვნით ამოვიღეთ ეს ნაწარმოებები პროგრამიდან“... - პრემიერი განათლების სისტემაზე საუბრობს

ეროვნული გამოცდების ტესტის ფორმატთან დაკავშირებით ინფორმაცია NAEC-მა გაავრცელა 

პიროვნება

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

„ჩემი მოტივაციაა მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება, მეგობრული თანამშრომლობა, სიკეთის კეთება“ 

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“

„მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არიან მეგობრულები, აქვთ აქტიური კომუნიკაცია ერთმანეთთან და მასწავლებლებთან“

სკოლები

პატარებმა შემოდგომის თემაზე ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს
 ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღისადმი მიძღვნილი აქტივობა - „ყველა ბავშვს აქვს უფლება წიგნი იყოს მისთვის სასწაულივით“ 

აქტივობა თითოეული მოსწავლისთვის საინტერესო აღმოჩნდა

პატარებმა წვიმა მუსიკალურად აამღერეს, იმღერეს, იცეკვეს და იმხიარულეს
საინტერესო

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

სიახლეები
საზოგადოება