მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს. ბუნებრივია კოვიდინფიცირებულების სტატისტიკაში მასწავლებლებიც შედიან და სკოლებში ინფექციის გავრცელების ფაქტები ყოველდღიურად გვხვდება.
etaloni.ge დაინტერესდა აკლდებათ თუ არა ხელფასი იმ მასწავლებლებს, რომლებიც კორონავირუსის დაფიქსირების გამო სასწავლო პროცესს ეთიშებიან და ვეღარ ატარებენ გაკვეთილებს? თუ ექვითებათ, საიდან ეჭრებათ თანხა ხელფასიდან თუ სტატუსის დანამატიდან? - აღნიშნულ კითხვებზე პასუხების მისაღებად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დავუკავშირდით.
როგორც უწყებაში განგვიმარტეს, უცვლელი რჩება იმ პედაგოგების ანაზღაურება, რომელებიც კორონავირუსისი ინფექციის დაფიქსირების გამო ვერ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას და ვერ ატარებენ გაკვეთილებს. შესაბამისად, ხელფასი კოვიდინფიცირებულ მასწავლებლებსაც სრულად დაერიცხებათ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამო მასწავლებლის მიერ გაცდენილი საათები სრულად ნაზღაურდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა