მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კორონავირუსის საპრევენციო შეზღუდვების გამკაცრების მოთხოვნით, საფრანგეთში მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა საპროტესტო აქციები გამართეს.
მოსწავლეები სკოლებში ზომების გამკაცრების მოთხოვნით გამოვიდნენ. მათი მოსაზრებით, ამჟამად მოქმედი შეზღუდვები არასაკმარისია. ქალაქ სენ-ნაზერში გამართულ აქციაზე მოსწავლეებსა და პოლიციას შორის შეტაკებაც კი მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სან-ნაზერში დემონსტრაციაში 300-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. მათ სამართალდამცველებს სხვადასხვა საგნები ესროლეს, პოლიციამ კი, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაკავებულია 17 ადამიანი.
საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის ფონზე, სკოლებში პრევენციული ზომების გამკაცრების მოთხოვნით საპროტესტო აქცია პარიზში მასწავლებლებმაც გამართეს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მასწავლებლები კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებას ითხოვენ, რათა თავიდან აიცილონ ვირუსის გავრცელება.
საფრანგეთში პირველ დეკემბრამდე გამოცხადებული საყოველთაო კარანტინი მოქმედებს, რა დროსაც მოქალაქეებს გარეთ გასვლა ეზღუდებათ, თუმცა გაზაფხულზე გამოცხადებული კარანტინისგან განსხვავებით, სკოლები ღია რჩება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება
ხელნაწერი ილუსტრირებული წიგნები, ანბანის მუზეუმი, ვიქტორინა... - სიღნაღის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა