სიახლეები
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფოტო კონკურსი - KIU Photo Contest იწყება
11-11-2020
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით საფუძველი ჩაეყარა  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფოტო კონკურსს  „KIU PHOTO CONTEST“. 

კონკურსი ტარდება ააიპ „კულტურა და კონტაქტების“ ორგანიზებით და მიზნად ისახავს საქართველოში ფოტოგრაფიის, როგორც თანამედროვე ხელოვნების დარგის განვითარებას და ახალგაზრდა ფოტოგრაფების პროფესიული ზრდის ხელშეწყობას, მათი გამოვლენით, მხარდაჭერითა და გაძლიერებით. 

წლევანდელი კონკურსის თემაა:  „საქართველო – ფოტოებით მოთხრობილი ისტორიები“.  მონაწილეები თავისუფალნი არიან თემის ინტერპრეტაციაში, კრეატიულ მიდგომასა და ნამუშევრის ესთეტიკაში. 

ფოტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  18-დან 30 წლამდე ასაკის მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს (საქართველოს მოქალაქეებს და ასევე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს). 

კონკურსის ჟიური ფოტოგრაფიის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიონალებისგან შედგება და მათ შორისაა:

ტომას დვორჟაკი - ფოტოგრაფი, ფოტო სააგენტო MAGNUM PHOTOS პრეზიდენტი; 
მერიენ გოლონი - Washington Post-ის ფოტოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი და მთავარი ფოტო რედაქტორი; 
ალესია გლავიანო - Vogue Italia-ს მთავარი ფოტო რედაქტორი; 
აზუ ნვაგბოგუ - African Artists' Foundation (AAF)-სა და LagosPhoto Festival-ის დამფუძნებელი და დირექტორი; 
ნათელა გრიგალაშვილი - დამოუკიდებელი ფოტოდოკუმენტალისტი და ფოტოჟურნალისტი. 

კონკურსში განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 1 თებერვალი. გამარჯვებულთა ვინაობა 2021 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი. 

 კონკურსის კატეგორიები და ჯილდოები:

კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია, როგორც დასრულებული, ასევე მიმდინარე ფოტო პროექტების გამოგზავნა. ფოტო სერიები შეიძლება იყოს ნებისმიერი ჟანრიდან – დოკუმენტური, კონცეპტუალური, რეპორტაჟი. 

კონკურსანტებმა უნდა მიუთითონ თუ რომელ კატეგორიაში იღებენ მონაწილეობას. ფოტო კონკურსის კატეგორიებია: პროფესიონალ ფოტოგრაფთა კატეგორიაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ პროფესიონალ ფოტოგრაფებს. თითოეულ მონაწილეს მხოლოდ ერთი ფოტო სერიის გამოგზავნის უფლება აქვს. 

მოყვარულ ფოტოგრაფთა კატეგორიაში, მხოლოდ მოყვარულებს. თითოეულ მონაწილეს მხოლოდ ერთი ფოტო სერიის გამოგზავნის უფლება აქვს. 

ერთი კადრის კატეგორიაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ ფოტოგრაფებს. ამ კატეგორიაში თითოეულ მონაწილეს მაქსიმუმ სამი ინდივიდუალური ფოტოს გამოგზავნის უფლება აქვს.

კონკურსის პრიზები კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

პრიზები პროფესიონალ ფოტოგრაფთა კატეგორიაში გამარჯვებულთათვის: I ადგილი – 10 000 ლარი; II ადგილი – 7 000 ლარი; III ადგილი – 4 000 ლარი.
პრიზები მოყვარულ ფოტოგრაფთა კატეგორიაში გამარჯვებულთათვის: I ადგილი – 7 000; II ადგილი – 5 000 ლარი;  III ადგილი – 3 000 ლარი.
პრიზები ერთი კადრის კატეგორიაში გამარჯვებული მონაწილეებისთვის: I ადგილი – 3 000 ლარი; II ადგილი – 2 000 ლარი; III ადგილი – 1 000 ლარი.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ:kiuphoto.com ან დაგვიკავშირდით info@kiuphoto.com, ტელ.: 595 59 60 30, საკონტაქტო პირი მირა გრიგალაშვილი.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება