სიახლეები
სკოლები

გაეცანით საინტერესო ცნობებს თამარიანის საჯარო სკოლის ისტორიიდან
11-11-2020
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თამარიანის საჯარო სკოლას დიდი ისტორია აქვს. როგორ და ვინ დააარსა სკოლა, რამდენი მოსწავლე ირიცხებოდა წლების განმავლობაში, რომელი ცნობილი ადამიანები სწავლობდნენ და ა.შ - აღნიშნულ ცნობებს ქართველი პოლიტიკოსი ნუგზარ კაკიაშვილი გადმოგვცემს. ინფორმაციას ჩვენ უცვლელად გიზიარებთ: 

„თამარიანის (ყოფილი დაშკოვკის) მოსახლეობა 600 სულამდეა დაახლოებით დღეისათვის, სკოლაში 23 მასწავლებელი და 130 - მდე მოსწავლე დადის; სანამ ქიზიყიდან, იმერეთიდან და რაჭიდან ჩამოსახლდებოდნენ ქართველები იქამდე არაქართველი მოსახლეობა ცხოვრობდა იქ;

ჩემი იქ სკოლაში სწავლის პერიოდში (1960-68 წლებში) სკოლაში ქართული და რუსული სექტორი იყო;

რუსულ სექტორში მოსწავლეთა რაოდენობა ორჯერ აღემატებოდა ქართულისას;

რუსებთან ერთად სწავლობდნენ უკრაინელი (ხარჩენკო, დემჩენკო, ტანცურა, მაწიუფა და სხვა) გერმანელი (კინცვატერი, შნაიდერი), ბერძენი (პოლიხრონიდი) და სხვა ეროვნების ბავშვები (ლეკი ასტრახანცევი);

სკოლა იმ პერიოდში 8 -კლასიანი გახლდათ და ქართული სექტორის კუსდსმთავრებულები სწავლას ვარდისუბნის საშუალო სკოლაში აგრძელებდნენ;

რაც შეეხება რუსულ სექტორდამთავრებულებს - ისინი - ქ. ლაგოდეხის ნომერ მეორე რუსულ საშუალო სკოლაში მიდიოდნენ სასწავლებლად;

თამარიანის დაწყებითი სკოლა ჯერ 2, ხოლო შემდეგ 4 კლასიანი დაარსეს თბილისიდან ამ საქმისათვის მოვლენილმა ცოლ-ქმარმა - თბილისელმა ვინმე კონსტანტინე შაბაზოვმა და წარმოშობით ვაქირელმა ოლღა ბოსტაშვილმა;

შემდეგ ეს ცოლ-ქმარი გადაიყვანეს ლაგოდეხის რუსულ საშუალო სკოლაში სამუშაოდ და ჯერ ქმარი და შემდეგ ცოლი ნაყოფიერი პედაგოგიური უმწიკვლო და თვალსაჩინო განსაკუთრებული მუშაობისათვის დააჯილდოვეს სსრკ უმაღლესი ჯილდოთი - ლენინის ორდენებით!

ამის შემდეგ სკოლა გახდა ჯერ 7-წლიანი (1950-იან წლების ბოლომდე), შემდეგ 8-წლიანი;

ჩემი იქ სწავლის პერიოდში სკოლის კლასები გაფანტული იყო რამოდენიმე ხის წნულის და შემდეგ აყალო მიწით გალესილ და კირით შეთეთრებულ ხის ჯირკებზე მდგარ ოთახებში;

ახალი ამჟამად არსებული ორსართულიანი შენობა აშენდა 1974 წელს;

ჩემი რაიონის გამგებლად მუშაობის დროს (1993-98 წ.წ.) ვისარგებლე სიტუაციით, გამოვნახე ფინანსური რესურსი და რვაწლიანი სკოლა 1994 წელს ჩემი განკარგულებით იმჟამინდელი მოქმედი კანონმდებლობის თანახმად გავხადე საშუალო სკოლად და ბავშვებს აღარ უხდებათ სწავლის გასაგრძელებლად მას შემდეგ სხვა სკოლაში გადასვლა;

აღნიშნული სკოლა წარმატებით დაამთავრეს ადრე ბიჭიკო ხატიაშვილმა (ექიმმა), მურადი პოპიაშვილმა (იურისტმა, მოსამართლემ), ჟანი ლობჟანიძემ (ლაგოდეხის რაიონის მთვარმა ექიმმა), ელისხან ოქრუაშვილმა (სსრკ სპორტის ოსტატმა, მოჭიდავემ), ნოდარი რეხვიალმა (ეროვნული არმიის პოლკოვნიკმა), რობერტ კვერნაძემ (ამჟამად მოქმედმა ქირურგმა) და სხვებმა;

ამ სკოლის დირექტორები იყვნენ ლეგენდარული მიხეილ გოგოლაძე, ვალერი გვარამაძე და მათ ტრადიციას დღეს აგრძელებს ქნ. მაია მაძღარაშილი;

კურიოზია რომ თამარიანის სკოლის დამფუძნებლები, ლენინის ორდენის კავალრები ბატონი კონსტანტინე და ქალბატონი ოლღა ჩემი მეუღლის გამზრდელი ბებია და პაპა აღმოჩნდნენ და მე მათი ოჯახის წევრი გავხდი 1978 წელს!

მათ დაარსეს!

მე საშუალო სკოლად გავხადე!

აი მოკლედ თამარიანის საჯარო სკოლის ისტორია - ის რაც გავიხსენე;

თუ რაიმე უზუსტობა გამეპარა ბოდიშს ვიხდი და იმედია სკოლის პედაგოგები დააზუსტებენ და გააღრმავებენ ფაქტებს საკუთარი სკოლის და სოფლის ისტორიის შექმნისა და დატოვებისათვის“-წერს ნუგზარ კაკიაშვილი.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები
KIU-ს ახალი სამაგისტრო პროგრამა ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM) - სწავლის, კარიერული ზრდისა და დასაქმების ახალი შესაძლებლობა

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს - ცნობარი განახლდა ! 

„ჩვენმა კურსდამთავრებულმა მარიამ სოფრომაძემ კი აუღებელი ციხესიმაგრის აღება შეძლო და 70 ქულიდან - 70 ქულა აიღო“ 

პიროვნება
სკოლები
სპექტაკლის სცენარის ავტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ მჭედლიძე გახლავ

„სკოლა ულოცავს ამ დიდ წარმატებას გიორგის და კონკურსში მონაწილე საესტრადო სტუდიას“

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სიახლეები
საზოგადოება