მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N94 საჯარო სკოლის მოსწავლეები ევროპულ ღონისძიებას შეუერთდნენ. მარათონში თავის გამოჩენისთვის მათ სერტიფიკატები გადაეცათ.
„ჩვენი სკოლის ერთი საინტერესო პროექტის შუალედური შედეგები! თბილისის N94 სკოლის პატარა მოსწავლეები ჩაერთვნენ ევროპული ღონისძიებების მარათონში. ერთ-ერთი ღონისძიება იყო, კოდირების კვირეული.
პედაგოგმა, ნარგიზ ღონისძიება დაარეგისტრირა ევროპის აქტივობის რუკაზე და N94 საჯარო სკოლა წლის განმავლობაში გააგრძელებს აქტიურ მუშაობას ამ პროექტში.
რამდენიმე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა EU Code Week2020-ის ღონისძიებაში და გადადგეს პირველი ნაბიჯები Scratch პლატფორმაზე, პირველი თამაშების შექმნით.
მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები მასზედ, რომ მათ განივითარეს გამოთვლითი აზროვნების უნარები და კოდირების მოვლენებში მონაწილეობით, ხელი შეუწყვეს EU Code Week2020 (ევროპული კოდირების კვირეულის ) წარმატებით განხორციელებას.
2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში რუსული ენის მასწავლებელმა, ნარგიზ ქილიფთარმა მე-5 კლასის მოსწავლეებს შესთავაზება ენის სწავლება თამაშით და ამისათვის პროგრამები Scratch და Minecraft აირჩია.
Scratch პროგრამის გაცნობა კლასებმა უკვე დაიწყეს, ხოლო Minecraft-ს გაეცნობიან მეორე სემესტრიდან. თანატოლებს Scratch - პროგრამირების ელემენტები გააცნო მე-5 კლასის მოსწავლემ, დავით ლიპარტელიანმა, რომელმაც ნარგიზ მასწავლებლის დახმარებით, ეს პროგრამა ჯერ კიდევ ზაფხულში გაიცნო; ასე შედგა თანამშრომლობა და გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში.
პროექტის ყველაზე პატარა მონაწილე, 3/5 კლასის მოსწავლეა.
ვულოცავთ სკოლას, ყველა მონაწილეს და მასწავლებელს ამ პირველ აღიარებას და ველოდებით შემდეგ წარმატებულ ნაბიჯებს“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც