სიახლეები
ეტალონი

„ტესტირებამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, კორნავირუსიც კი დაგვავიწყდა“ - ვანში „ეტალონის“ I ეტაპის ტური ჩატარდა
11-11-2020
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020 წლის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად წარიმართა. შესარჩევ ტურს თითოეულ სკოლაში სპეციალურად შერჩეული „ეტალონის“ პედაგოგები უწევდნენ ორგანიზებას. 

ტესტირების პროცესი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, სკოლების დირექტორებმა და „ეტალონის“ პედაგოგებმა შეაფასეს:

ვანის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ვანო კორძაძე:

„ეტალონის“ აქტივობებს ყოველთვის დიდი პოზიტივით ვაფასებ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია თავისი შინაარსობრივი მხარით და დატვირთვით. ჩვენი მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად არიან ჩართულნი. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შექმნილმა პანდემიამ შეიძლება ითქვას შეანელა პროცესები, „ეტალონის“ პირველ ეტაპში ჩართულობაზე ეს არ ასახულა. ასე, რომ წარმატებას ვუსურვებ, ამ პროექტს და მის გუნდს. ვისურვებდი, უფრო მეტი ინტენსივობით ტარდებოდეს „ეტალონი“ საქართველოში.

ვანის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნატალია აბრამიძე:

„ეტალონის“ პირველი ტურის ტესტირება წარმატებით ჩაიარა. ვინც იყო სკოლაში მოსწავლე ყველამ მიიღო მონაწილეობა. აღფრთოვანებულები იყვნენ პროცესით და ახლაც დიდი ენთუზიაზმით ელიან პასუხს მეორე ტურთან დაკავშირებით.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ „ეტალონს“ ასეთი გულისხმიერი და კარგი ღონისძიების ჩატარებისთვის.

ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი და „ეტალონის“ პედაგოგი თეონა ადეიშვილი:

ტესტირების პროცესმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, კორნავირუსიც კი დაგვავიწყდა. მოსწავლეთა უმეტესობა ჩართული იყო - მერვე კლასიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით ყველა კლასში ყველა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ტესტირების შედეგებით კი ერთგვარი ანალიზი გავაკეთეთ საგნების მიხედვით. ვნახეთ რომელ მოსწავლეს რა უჭირდა და რომელ საგანში. საერთო ჯამში, დაახლოებით 100-მდე მოსწავლემ მიიღო ჩვენი სკოლიდან ტესტირებაში მონაწილეობა.

შუამთას საჯარო სკოლის დირექტორი და „ეტალონის“ პედაგოგი ლეონინე სულაბერიძე:

ტესტირების პროცესმა ძალიან კარგად ჩაიარა, ბავშვები აქტიურობდნენ. ვისაც სურვილი ჰქონდა ყველა მოსწავლე ჩავრთეთ. დაახლოებით 10 ბავშვი იყო თვითიზოლაციაში და ამის გამო ვერ მოახერხეს ტესტის დაწერა, თუმცა საბოლოო ჯამში, 22-მა მოსწავლემ მიიღო ჩვენი სკოლიდან მონაწილეობა.

ბავშვები შედეგებითაც კმაყოფილები არიან. ძალიან მოეწონათ კითხვები: არც ძალიან რთული იყო და არც ისეთი მარტივი, რომ ინტერესი დაეკარგათ, ძალიან კარგად იყო შედგენილი.

ტობანიერის საჯარო სკოლის დირექტორი თემურ გეგიძე:

„ეტალონის“ პირველი ტურის ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. რეკომენდაციებიც დაცული იყო და როგორც წესი და რიგია, ისე ჩატარდა პროცესი. 

ტობანიერის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი შორენა ოჩხიკიძე:

ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. ჯამში 14 მოსწავლე იყო ჩვენი სკოლიდან ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ სურვილი ბევრს ჰქონდა, კორონავირუსის გამო მოსწავლეთა ნაწილი ვერ მოვიდა.

შედგებით ბავშვები კმაყოფილები არიან, ნაწილმა ზღვარი ვერ გადალახა, მაგრამ ამის გამო არ უნერვიულიათ, რადგან თვითონ პროცესმა ძალიან დადებითადაც იმოქმედა მათზე. ერთი სული აქვთ გაიგონ მეორე ტურში, ვინ გადავიდა და ვინ - ვერა, რადგან მოტივაცია აქვთ, რომ მომავალში უკეთესი შედეგი აჩვენონ.

იხილეთ ასევე: ვანის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი

დაათვალიერეთ ტესტირების ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

სტუდენტების 2 კატეგორია, რომელიც 500 და 700 ლარით დაფინანსდება - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

რატომ უნდა დაიწეროს ნიშნები სკოლაში - მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები, ამოცანები

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება