მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფლები“ - ასე ჰქვია ვიქტორინას, რომელიც მარტვილის მუნიციპალიტეტის გურძემის საჯარო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლის კახა ჯგერენაიას ხელმძღვანელობითა და სკოლის დირექციის უშუალოდ დირექტორ ჯამბულ ცაგურიას დახმარება-ხელშეწყობით გეოგრაფიაში ჩატარდა.
ვიქტორინაში VIII-IX-X-XI-XII- კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებს წინასწარ დარიგებული ჰქონდათ სოფლების ჩამონათვალი მუნიციპალიტეტების მიხედვით და მის შესასწავლად მიეცათ 15 დღე.
წესების მიხედვით, გამარჯვებულად ჩაითვლებოდა ის მოსწავლე, რომელიც ყველაზე მეტ სოფელს ჩამოწერდა სპეციალურად დარიგებულ ფურცელზე მუნიციპალიტეტების მიხედვით. ამისათვის დრო განისაზღვრა 30 წუთით.
გამოვლინდა გამარჯვებულიც, რომელმაც ყველაზე სწორად და ყველაზე მეტი სოფლები ჩამოწერა მუნიციპალიტეტების მიხედვით და ეს იყო მე-10 კლასის მოსწავლე ანა კაკულია.
მოსწავლეს სკოლის დირექციისგან გადაეცა სამახსოვრო საჩუქარი და სიგელი.
ღონისძიება ჩატარდა რეგულაციების სრული დაცვით. აღნიშნულმა ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია მონაწილეთა და დამსწრეთა შორის.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც