სიახლეები
სიახლეები

„რატომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ სკოლები არ დაიხუროს“ - რა აჩვენა 900-ზე მეტი სკოლის მიხედვით ჩატარებულმა კვლევამ?
12-11-2020
-
+


პანდემიამ ინგლისში ბავშვების უმეტესობას ნასწავლი დაავიწყა, გარკვეულ ნაწილს კი სოციალური უნარები დაუქვეითდა. როგორც გაერთიანებული სამეფოს განათლების სტანდარტების ოფისი 900-ზე მეტ სკოლასა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მიხედვით ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებს, პატარების ნაწილს დანა-ჩანგლის გამოყენებაც კი დაავიწყდა.

განათლების სტანდარტების ოფისის  ბრიტანეთის მთავრობის ერთ-ერთი დეპარტამენტია, რომლის მოვალეობა განათლების მეთვალყურეობაა.

ოფისის ინსპექტორები იუწყებიან იმასაც, რომ უფრო მოზრდილმა ბავშვებმა დაკარგეს „ამტანობა“ კითხვის დროს. ორგანიზაცია იქვე აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი მიუთითებს გახსნილი სკოლების საჭიროებაზე.

განათლების სტანდარტების ოფისი აღნიშნავს, რომ ბავშვებზე COVID-19-ის პანდემიის გავლენის შესწავლით მივიდნენ დასკვნამდე, რომ გამოცდილება ძლიერ არაერთგვაროვანია.

უფროსი ინსპექტორი, ამანდა სპილმენი აღნიშნავს, რომ მომხდარის აღსაწერად, უნდა გამოვყოთ სამი ფართო ჯგუფი:

სკოლიდან შესვენების გამო ყველაზე მეტად დაზარალებული მცირეწლოვან ბავშვთა ჯგუფია, რომლებსაც შეუმცირდათ სიტყვათა მარაგი, დაავიწყდათ რიცხვები, რეგრესი განიცადეს ისეთ საბაზისო უნარებშიც, როგორიც არის ხელსახოცისა და დანა-ჩანგლის გამოყენება.

სკოლების დახურვისა და მოძრაობის აკრძალვის შემდეგ, საშუალო ასაკის ბავშვების უმეტესობას სხვადასხვა ხარისხით დაუქვეითდა ცოდნა; როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, „ნასწავლის დავიწყება დაუსაბუთებელია, მაგრამ შესაფასებლად მაინც ძნელია.

არიან ბავშვებიც, რომლებზეც ლოკდაუნს დადებითი შედეგი აღმოაჩნდა; ამ ბავშვებზე შეიძლება კარგად იმოქმედა მშობლებთან სიახლოვის დიდმა განცდამ და ოჯახში გატარებულმა დრომ.

Ofsted-ის ცნობით, უფრო მოზრდილ ბავშვებში სკოლებში დაბრუნების შემდეგ შეინიშნება კონცენტრაციის დაკარგვა. გარდა ამისა, ლოკდაუნის დროს სოციალურ მედიაში დაწყებულმა „ონლაინ-კინკლაობებმა“ ახლა უკვე საკლასო ოთახებში გადაინაცვლა. თუმცა, ინსპექტორები აღნიშნავენ, რომ სკოლები მაინც არის პანდემიის დროს ბავშვებში წარმოქმნილი პრაქტიკული პრობლემების ერთგვარი „ცეცხლის ჩამქრობები“.

ბრიტანეთის სკოლებისა და კოლეჯების ასოციაციის (ASCL) უფროს მასწავლებელთა ხელმძღვანელის, ჯეოფ ბარტონის განცხადებით: „ეს ანგარიში მტკიცედ მიუთითებს სკოლების დახურვის საგანმანათლებლო და ემოციურ გავლენაზე და ნათლად გვიჩვენებს, რატომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ სკოლები არ დაიხუროს“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება