მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პანდემიური ვითარების გამო, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტსა თუ ქალაქში სწავლა განსხვავებულ რეჟიმში მიმდინარეობს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დიდი ქალაქების სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. სხვადასხვა რეგიონში კი, სადაც რეგულაციების დაცვა და მოსწავლეთა დისტანციაა შესაძლებელი, სწავლა საკლასო ოთახებში მიმდინარეობს.
ჩვენ დავინტერესდით, რა ვითარებაა დისტანციური თუ საკლასო ოთახებში მოსწავლეების დასწრების მხრივ, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში - გთავაზობთ სკოლის დირექტორების მოსაზრებებს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გოკიოს საჯარო სკოლის დირექტორი გაიანე კურღინიანი:
„სწავლა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში, ჩვენ არ გვყავს ისეთი მოსწავლეები, რომლებმაც აირჩიეს დისტანციური სწავლება, ამიტომ სწავლა გრძელდება საკლასო ოთახებში“.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ქეშალოს საჯარო სკოლის დირექტორი რამინ გაჯიხალილოვი:
„ჯერჯერობით არ გვყავს ისეთი ბავშვები, ვინც ონლაინ რეჟიმში სწავლობენ. ყველა დადის სკოლაში და სწავლა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დილისკის N2 საჯარო სკოლის დირექტორი კარინე ნახატაკიანი:
„ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს სწავლება, არ გვყავს ისეთი მოსწავლეები, ვინც დისტანციურად სწავლობენ. ყველა ჯანმრთელია და დავდივართ სკოლაში“.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბოზალის საჯარო სკოლის დირექტორი ზაირა არაკელიანი:
„რადგან სკოლა მცირეკონტიგენტიანია, ჩვენთან სწავლება მიმდინარეობს საკლასო ოთახებში ყველა რეკომენდაციის დაცვით“.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ყულალისის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა ნერსესიანი:
„ყველა მოსწავლე დადის სკოლაში და მათ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის სურვილი არ გამოუთქვამთ. ჩვენთან ყველა რეკომენდაციის დაცვით ტარდება გაკვეთილები“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც