მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დავთიანი დისტანციური სწავლების შესახებ საკუთარ ხედვას გვიზიარებს. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ გაკვეთილებში მოსწავლეთა მაღალი ჩართულობაა, მასწავლებელი უპირატესობას მაინც სკოლაში პირისპირ სწავლებას ანიჭებს.
„ჩვენი სკოლა არის მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე, რადგანაც მიმდინარეობს ახალი სკოლის მშენებლობა. ძალიან მენატრება სკოლაში ჩატარებული გაკვეთილი, რადგანაც სულ სხვაა სკოლის კედლებში საგაკვეთილო პროცესი“,-ამბობს ნინო დავთიანი.
პედაგოგი აღნიშნავს, რომ ონლაინ გაკვეთილებს ბავშვები აქტიურად ესწრებიან. ასრულებენ დავალებებსაც, თუმცა სწავლების ხარისხი ბევრად უფრო მაღალია საკლასო ოთახებში, ვიდრე დისტანციურად.
პედაგოგი იმედოვნებს, რომ მალე დასრულდება სკოლის მშენებლობა და მოსწავლეები ახალ სკოლაში მონდომებით გააგრძელებენ სწავლას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც