სიახლეები
სკოლები

მსოფლიოს მასშტაბით, საუკეთესოდ დასახელდა პროექტი, რომელიც თბილისის N21 საჯარო სკოლამ მოამზადა
12-11-2020
-
+


თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პროექტმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული საერთაშორისო პროგრამის „სკოლები - მომავლის პარტნიორები“ ფარგლებში (PASCH) მონაწილე სკოლებს შორის პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესოდ დასახელდა.

გამარჯვებული პროექტი „ეკო-ტურიზმი“, რომელიც თბილისის 21-ე საჯარო სკოლამ 2019-2020 სასწავლო წელს ჰომბურგის ზაარპლაცის გიმნაზიასთან ერთად შეიმუშავა, სხვადსხვა საინტერესო და შემეცნებითი აქტივობას მოიცავდა. მათ შორის, ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს ორივე ქვეყნის ფლორა-ფაუნა და მონაწილეობა მიიღეს ვორკშოფებში, ტურისტული ბილიკების მარკირებისა და ჰერბარიუმების შექმნის პროცესში. ჩართულმა მხარეებმა პროექტის საბოლოო შედეგებზე პრეზენტაციები მოამზადეს, რომლებიც პროექტის დასასრულს PASCH-ის ჟიურის წევრებს წარუდგინეს.

პარტნიორულ პროექტში თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და დირექტორთან ერთად ზაარპლაცის გიმნაზიის დირექტორი იორგერ მათიო, პროგრამის კოორდინატორი სიმონე ლუკასი და ბიოლოგიის მასწავლებელი რალფ დოლგასტი მონაწილეობდნენ.

2020-2021 სასწავლო წელს, პანდემიის პირობებში, ინიციატივა „სკოლები - მომავლის პარტნიორები“ განსხვავებულ თემატიკაზე საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით, ონლაინ რეჟიმში კვლავ აქტიურად გაგრძელდება.

PASCH-ის პროგრამა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის თებერვალში დაიწყო და ის, სკოლებს შორის მსოფლიო პარტნიორული ქსელის შექმნისა და ახალგაზრდებში გერმანული ენის მიმართ ინტერესის გაღვივების მიზნით, მსოფლიოს მასშტაბით, 2000 სკოლას აერთიანებს. ინიციატივას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევს კოორდინაციას, ხოლო მისი განხორციელება უცხოეთის სასკოლო სისტემების ცენტრალურ სააგენტოს, გოეთეს ინსტიტუტის, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურისა და კულტურის მინისტრთა კონფერენციის (კმკ) პედაგოგიური გაცვლითი სამსახურის  ხელშეწყობით ხდება.

თბილისის N21 საჯარო სკოლა PASCH-ის პროგრამაში უკვე რამდენიმე წელია მონაწილეობს და ყოველთვის მოწინავე ადგილს იკავებს სკოლების ჩამონათვალში. 2017 წელს თბილისის 21-ე საჯარო სკოლა მოხვდა ლიდერთა სამეულში და მიწვეული იყო შვეიცარიაში საერთაშორისო კონფერენციაზე.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

 სპეციალურ შეთავაზებები ექნებათ ბაღის პერსონალს ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევების, ისე ექიმთა კონსულტაციის მიმართულებით.

 საპრეტენზიო განაცხადების მიღება დღეს, 9 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება

KIU-ს ახალი სამაგისტრო პროგრამა ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM) - სწავლის, კარიერული ზრდისა და დასაქმების ახალი შესაძლებლობა

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს - ცნობარი განახლდა ! 

„ჩვენმა კურსდამთავრებულმა მარიამ სოფრომაძემ კი აუღებელი ციხესიმაგრის აღება შეძლო და 70 ქულიდან - 70 ქულა აიღო“ 

პიროვნება
სკოლები
სპექტაკლის სცენარის ავტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ მჭედლიძე გახლავ

„სკოლა ულოცავს ამ დიდ წარმატებას გიორგის და კონკურსში მონაწილე საესტრადო სტუდიას“

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სიახლეები
საზოგადოება