მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ხალიფაურის საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლება აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები მონდომებით არიან ჩართულები ონლაინ გაკვეთილებში და დავალებებსაც ხალისით ასრულებენ. მათთვის ინტერნეტსწავლებას მეტი ინტერესი აქვს.
„სწავლება რთული აღარაა ნამდვილად ჩემი სკოლისთვის, რადგან უკვე გვქონდა ამის პრეცენდენტი, მზად შევხვდით მეორედ დისტანციურ სწავლებას, როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეებიც. ძირითად სასწავლო პროცესს „თიმსის“ პროგრამაში წარვმართავთ, პროგრამის გამოყენებაზე უამრავი სიახლე თუ დახმარებაა უკვე ინტერნეტში. დანარჩენი თუ რაიმე პრობლემა იქმნება ინდივიდუალურად, რა თქმა უნდა, ყველა მხარში ვუდგავართ ერთმანეთს და ვეხმარებით.
სკოლაში დაბრუნებისას აქტიურად გამოვიყენებთ ინტერნეტსწავლებასაც, რადგან მოსწავლეებიც უკვე მიხვდნენ, რომ მხოლოდ გასართობად არ გამოიყენება ინტერნეტი, სწავლა-სწავლების პროცესი უფრო სახალისო და მრავალფეროვანია“,-აღნიშნავს სკოლის დირექტორი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც