სიახლეები
ეტალონი

მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ აუცილებელია განვითარება და მეტის სწავლა  - ბაღდათში „ეტალონის“ I ეტაპის ტური ჩატარდა
13-11-2020
-
+


ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020 წლის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად წარიმართა. შესარჩევ ტურს თითოეულ სკოლაში სპეციალურად შერჩეული „ეტალონის“ პედაგოგები უწევდნენ ორგანიზებას. 

ტესტირების პროცესი სკოლების დირექტორებმა და „ეტალონის“ პედაგოგებმა შეაფასეს:

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ფურცელაძე:

ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა, ჩვენი სკოლიდან ტესტირებაში 12-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, საკმაოდ აქტიურად ჩაიარა პროცესმა და შედეგებიც საკმაოდ მაღალი აჩვენეს ბავშვებმა. ერთმა 80 ქულაც კი აიღო.  

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თინათინ გულეიშვილი:

ძალიან კარგად ჩაიარა ტესტირებამ. მოსწავლეებიც კმაყოფილები იყვნენ და შედეგებიც საკმაოდ კარგი ჰქონდათ. იმედი მაქვს, რომ ფინალისტიც ჩვენ მოსწავლე გახდება. მინდა აღვნიშნო, რომ არა პანდემია, უფრო მეტი მოსწავლე ჩაერთვებოდა პროცესში, თუმცა იმედია, მომავალ წელს უფრო აქტიურად მიიღებენ მოსწავლეები მონაწილეობას.

ზეგნის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ქეთევან ვეფხვაძე:

მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და ტესტირებაში ჩვენგან 4 მოსწავლე იყო ჩართული. ბავშვებს აქვთ „ეტალონში“ მონაწილეობის ინტერესი და ყოველთვის ელოდებიან ხოლმე შედეგებს. აინტერესებთ თავიანთი ცოდნის გამოცდა, რის საშუალებასაც „ეტალონი“ ნამდვილად ყოველთვის ობიექტურად აძლევს მათ.

პირველი ობჩის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ სირბილაძე:

ძალიან კარგად ჩაიარა ტესტირებამ. მონაწილეობა მერვე, მეცხრე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. სამწუხაროდ, მოსწავლეთა მცირე რაოდენობა გვყავს, მერვე კლასში ორი მოსწავლე, ხოლო მეცხრეში - სამი, თუმცა ყველამ მიიღო ტესტირებაში მონაწილეობა. ბავშვები მიხვდნენ იმასაც, რომ კონკურსში მონაწილეობისა და გამარჯვებისთვის ის ცოდნა საკმარისი არ არის, რომელიც მათ ამ წუთში გააჩნიათ და აუცილებელია განვითარება და მეტის სწავლა. ვფიქრობ, სამომავლოდ უფრო კარგი შედეგები გვექნება და მოსწავლეებიც უფრო მეტად მოინდომებენ.

პირველი ობჩის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი  ნონა გელაშვილი:  

მოსწავლეები ძალიან აქტიურად ჩაერთნენ ტესტირებაში, მოტივირებულები და მონდომებულები იყვნენ. ცოტა რთულად მოეჩვენათ ტესტები, თუმცა საბოლოოდ, შედეგებითაც კმაყოფილები არიან. აღსანიშნავია, ისიც რომ ტესტირების პროცესში სრულად იყო დაცული რეკომენდაციები.

მეორე ობჩის საჯარო სკოლის დირექტორი ნაილი მესხი:

„ეტალონის“ ტესტირების პირველმა ტურმა ძალიან კარგად ჩაიარა. მოსწავლეები კმაყოფილნი იყვნენ ტესტებით და შედეგებით. პედაგოგებიც კმაყოფილები იყვნენ. ტესტირებაში მონაწილეობა ჩვენი სკოლიდან მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.

მეორე ​ობჩის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ზურაბ გაჩეჩილაძე:

„ეტალონის“ პირველი ტურის ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. ტესტირების პროცესში სრულად იყო ყველა აუცილებელი რეკომენდაცია გათვალისწინებული. ზოგადად, ბავშვები ყოველთვის აქტიურად ერთვებიან „ეტალონში“, მოსწონთ ასეთი ტიპის პროექტები და წელსაც ინტერესით იყვნენ ჩართულნი. შედეგებზე ვერ გეტყვით, რომ აღფრთოვანებული ვარ, თუმცა რამდენიმე მოსწავლეს ნამდვილად მაღალი ქულა ჰქონდა მიღებული.


ტესტირების ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება