მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ქართული ანბანის მასპინძლობა“ - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალი სამგორის საჯარო სკოლის პირველკლასელებს მასწავლებლებმა დაუვიწყარი დღე მოუწყვეს. სკოლის წარმომადგენელი ამ დღის შესახებ სიყვარულით გვიამბობს:
„პირველკლასელებს განსაკუთრებული და საოცარი დღე ჰქონდათ: ქართულ ანბანს - ოცდაცამეტი მზის სხივს თავიანთ საკლასო ოთახში უმასპინძლეს, თუმცა ლამაზად გამოყვანილი ასოები სკოლის ეზოშივე დახვდათ მიმოფანტული საკუთარი დამრიგებლის ნინო თეგეთაშვილისა და ქართულის მასწავლებლის ხათუნა აფციაურის დიდი მონდომებით.
ბავშვები ჯერ დიდ წინაპრებს გაეცვნენ - ქართული ენის მწიგნობარს ფარნავაზ მეფესა და დედაენის შემქმნელს იაკობ გოგებაშვილს, შემდეგ ქართული ანბანის შესამკობად ლექსები თქვეს, სიმღერასაც მოუსმინეს, მეგობარ ჟოზესთან ერთად იმოგზაურეს ქართული ასოების სამყაროში და ბოლოს მისგან ლამაზი ყუთით გამოგზავნილი საჩუქრებიც მიიღეს.
პატარა ბიჭებმა და გოგონებმა საკლასო ოთახიდან ეზოში გადაინაცვლეს და ოცდაცამეტი მზის სხივი მზესვე დაუბრუნეს - ბუშტებზე ჩამოფარფატებული ქართული ასოები ზეცაში გაუშვეს.
ბოლოს კი ხათუნა მასწავლებლის ხელით გამომცხვარი ქართული ასოების ნაზუქები დააგემოვნეს.
გამხიარულებული პირველკლასელები სიყვარულით გამთბარნი წავიდნენ შინ.
მადლობა ხათუნა და ნინო მასწავლებლებს პატარების კიდევ ერთხელ გაბედნიერებისათვის“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც