მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გაიგეთ მეტი ქუთაისის Ν37 საჯარო სკოლაზე - სკოლა, რომელსაც ოჯახები თავიანთი ბავშვების განათლებას ანდობენ, სკოლის დირექტორი ნანა კენჭოშვილი, ვინც დაუღალავ შრომას, ენერგიას და დროს დებს საყვარელ საქმეში და თითოეულ მოსწავლეში, თითოეული დამრიგებელი, ვისთვისაც ბავშვების განათლება და წახალისება პრიორიტეტულია.
სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.
დღეს IIბ კლასის დამრიგებელს ანა კვირკაშვილს და მის პატარებს გაგაცნობთ:
„უკვე მეორე წელია, რაც ამ პროგრამით ვსარგებლობთ. ჩემი კლასიდან ყველა მოსწავლე დიდი მონდომებით არის ჩართული. ვიცით, რა დადებითი ეფექტები შეიძლება მოჰყვეს, ამიტომ მოსწავლეთა მოტივაცია კიდევ უფრო გაიზარდა.
ძალიან უნდათ „მომავლის კლასის“ ტიტული მოიპოვონ. ერთმანეთს ახსენებენ ტესტის დღეს, წასაკითხ მასალას, უხარიათ ერთმანეთის წარმატებები, განიხილავენ: მე ოქროს დიპლომი ავიღე, მე ვერცხლის. ჯანსაღი კონკურენციაც იკვეთება.
ყოველ ხუთშაბათს სავარჯიშო ტესტს მოუთმენლად ელიან, ასევე თვის ბოლო შემაჯამებელ ტესტს. მხატვრულ ლიტერატურას უფრო მეტად კითხულობენ, ცდილობენ ტესტებს მომზადებულები შეხვდნენ და კითხვებს მშობლების დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად უპასუხონ. მშობლები შვილებზე არანაკლებ აქტიურობენ და შეკითხვებს ერთმანეთში განიხილავენ, რაც ძალიან მომწონს. მშობლები კმაყოფილები არიან, ფიქრობენ რომ izrune.ge-ს ტესტებზე მუშაობა სხვადასხვა უნარის უვითარებს მათ შვილებს. მოსწავლეთა ოჯახების უმეტესობამ გაიაქტიურა VIP პაკეტი, გვაქვს საშუალება ერთად ვადევნოთ თვალი მათი შვილების ყოველთვიურ განვითარებას.
მე ჩემი მოსწავლეების შედეგებს თვალს აქტიურად ვადევნებ. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა თვალი ვადევნო მათ ცოდნას და განვითარებას. მინდა მშობლებს მოვუწოდო, რომ მეტი დრო გამოყონ შვილებისთვის და ითანამშრომლონ izrune.ge-სთან, მადლობა ამ ვებ-გვერდს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“.
გაიცანით საამაყო დამრიგებლის - წარმატებული მოსწავლეები: ლაღიძე ლიზი; კაპანაძე გიორგი; ბარდაველიძე გაბრიელი; ფერაძე თეკლა; ივანიაძე გიგა; ზიბზიბაძე ზურაბი; ნემსიწვერიძე მარიამი; ბეღელაძე ბარბარე; ცუცქირიძე ნინო; ხვედელიძე გაბრიელი; კაპანაძე ცეზარი; კაკაბაძე გაბრიელი; ლობჟანიძე თებეა; დოგრაშვილი ანდრია; კვაჭაძე სანდრო; თევდორაძე მარიამი; ჯვარშეიშვილი ნიკოლოზი; მჭედლიშვილი ლუკა; ჩხიკვაძე ლიზი; ჩაგუნავა იოანე; ხაჟომია მარიამი; ახალაძე ნიკოლოზი; ლომიძე იოანე; გაგნიძე ელენე.
შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს izrune.ge-ზე „წიგნიერების ხუთშაბათი“ იყო, 29 ნოემბერს კი შემაჯამებელი ტესტის - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა!“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც