მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წამახალისებელი პირობების არარსებობა - ამ მიზეზს პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობის ხელისშემშლელ ფაქტორად, საქართველოში გამოკითხულ მასწავლებელთა შორის ყველაზე მეტი ასახელებს. მაღალია იმ პედაგოგების პროცენტული მაჩვენებელიც, ვინც თვლის, რომ პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობა ზედმეტად ძვირია - აღნიშნულია TALIS 2018 წლის კვლევაში, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ახლა გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით, პირველ მიზეზს გამოკითხული პედაგოგების 35.7%-ი ასახელებს. ასევე თვალშისაცემია საკმაოდ მაღალი წილი იმ მასწავლებლების, რომლებისთვისაც პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობა ზედმეტად ძვირია. ასე თვლის პედაგოგთა 27.7%.
„ასეთი მასწავლებლების პროცენტული მაჩვენებელი არ არის დაბალი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს ძალიან ბევრი და მრავალფეროვანი უფასო პროფესიული განვითარების ღონისძიებები. მათ შორისაა, მთლიანად სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული და სახელმწიფოს და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ერთობლივად დაფინანსებული პროფესიული განვითარების აქტივობები“, - აღნიშნულია ანგარიშში.
პედაგოგთა 23.7% ამბობს, რომ მათთვის არავის შეუთავაზებია აქტივობებში მონაწილეობა და ეს მიზეზი ჩამონათვალში მესამე ადგილზეა.
რაც შეეხება სხვა დასახელებულ მიზეზებს, პედაგოგებს ხელს უშლით სამუშაო განრიგი, ოჯახური ვალდებულებები, არასაკმარისი მხარდაჭერა დამსაქმებლისგან და არასაკმარისი წინაპირობა. ყველაზე დაბალია იმ მასწავლებელთა წილი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ აღნიშნულ აქტივობებში მონაწილეობაში ხელს უშლის თავიანთი დაბალი კვალიფიკაცია.
პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის ხელისშემშლელი პირობების მხრივ, კერძო და საჯარო სკოლის წარმომადგენლებს შორის მკვეთრი განსხვავება გამოიკვეთა შემდეგ ფაქტორებში:
იმ მასწავლებლების წილი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ პროფესიული განვითარება მათთვის ზედმეტად ძვირია, კერძო სკოლების მაჩვენებელი თითქმის 2-ჯერ აღემატება საჯარო სკოლების შესაბამის მაჩვენებელს. ეს შესაძლებელია აიხსნას იმით, რომ საქართველოში ჩატარებული ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების სხვა ღონისძიებების უმეტესობა უფასოა საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის.
აღმოჩნდა, რომ ისევე, როგორც საქართველოს მასწავლებლების შემთხვევაში, TALIS-ის საშუალო მონაცემების მიხედვითაც, ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს არასაკმარის კვალიფიკაციას, როგორც ბარიერს მასწავლებლებისთვის, ისარგებლონ შეთავაზებული აქტივობებით. ეს მაჩვენებელი (12%) ოდნავ აღემატება საქართველოს შესაბამის მაჩვენებელს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...