სიახლეები
სკოლები

„გარედან სასკოლო ცხოვრებაში ჩარევა არ უნდა ხდებოდეს!“ - პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ცისანა რატია
16-11-2020
-
+


ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში ამჟამად სკოლის დირექტორის მოვალეობას სასწავლო ნაწილის გამგე ცისანა რატია ასრულებს.

ქალბატონი ცისანა 1948 წლის 2 აპრილს დაიბადა. ის ორი შვილის დედა და ოთხი შვილიშვილის ბებიაა. მეუღლე - გულივერ ბუკიაა, რომელიც ასევე დიდი ერთგულებით ათეულობით წელია სკოლის სამსახურშია.

ქალბატონმა ცისანამ პროფესიად თავის  დროზე ისტორიის მასწავლებლობა აირჩია და მას შემდეგ  ერთგულად ემსახურება საყვარელ საქმეს. პირველი მაისის საჯარო სკოლაში მას 45 წლის მუშაობის სტაჟი დაუგროვდა. მათ შორის 25 წელია წარმატებით ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესს. უამრავი თაობის საყვარელი მასწავლებელი გახლდათ და დღესაც არ აკლია შემართება.

პირველი მაისის საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ მოგვაწოდა ცისანა რატიასთან ჩაწერილი ინტერვიუ, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ: 

- ქალბატონო ცისანა, პირველ რიგში გილოცავთ კოვიდ ინფექციის დაძლევას...

- მოგესალმებით. საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ მთელმა ოჯახმა. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვიცავდი თავს, ვერაფრით მოვახერხე ინფექციის თავიდან აცილება. მოგეხსენებათ, სკოლა ხალხმრავლობით გამორჩეული ადგილია და რისკი დაინფიცირებისა ძალიან დიდი იყო. ასაკიდან გამომდინარე მქონდა გარკვეული ტიპის გართულებები, მაგრამ ღვთის წყალობით დავძლიე. ასევე სკოლამ გაიარა თვითიზოლაციის პერიოდი და ამ ეტაპზე ვმუშაობთ შეუფერხებლად.

- ქალბატონო ცისანა, თქვენ ამჟამად დროებით დირექტორის მოვალეობას ასრულებთ. რას იტყოდით სკოლაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებზე?


- მე კი არა, მგონი მთელმა საქართველომ იცის, რომ სკოლას ძალიან წარმატებული და ღირსეული დირექტორი ჰყავდა ბატონ კობა კვიკვინიას სახით. მან სკოლაში ისეთი გარემო შექმნა, სადაც ყველას სიამოვნებს ყოფნა, თანამშრომლობა. ის ნამდვილად თანამედროვე ტიპის მენეჯერია, რომელიც სიყვარულით და დიდსულოვნებით აგვარებდა ყველა პრობლემას. უყვართ ბავშვებს და სკოლის ყველა თანამშრომელს. როცა სკოლაში არავინაა უკმაყოფილო, მაშინ გარედან რატომ უნდა ხდებოდეს სასკოლო ცხოვრებაში ჩარევა?! ესაა ჩემი ყველაზე დიდი სატკივარი ბოლო დროს. ამ ყველაფერს ხომ მომავალი თაობა - ბავშვები უყურებენ და რა პასუხი გავცეთ მათ?! მთელი პედკოლექტივი ვითხოვთ, რომ დააბრუნონ ბატონი კობა თანამდებობაზე. ვთვლით, რომ რაღაც გაუგებრობაა, რომელიც უნდა გამოსწორდეს.

- ქალბატონო ცისანა, თქვენ განაგებთ სასწავლო პროცესს იმ სკოლაში, რომელიც მასწავლებელთა სტატუსის მიხედვით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოწინავეთა შორისაა. რა არის თქვენი პედკოლექტივის წარმატების საიდუმლო?


- პედკოლექტივის მონდომება, ურთიერთთანამშრომლობა, კარიერული წინსვლის სურვილია მიზეზი. შეიკრა ძლიერი ბირთვი და გვყავდა უნარიანი მენეჯერი, რომელმაც მისცა პედაგოგებს საკუთარი თავის რეალიზების საშუალება. უამრავი პროექტი განხორციელდა. ყველა სიახლეს დიდი ენთუზიაზმით ხვდებოდნენ. ერთმანეთის თანადგომა, გამხნევება - ეს აუცილებელია წარმატებისთვის და ასეც იყო. შედეგად გვაქვს ის, რომ ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლე ფლობს ციფრულ უნარებს -ტექნოლოგიების მიმართულებით გვყავს კვალიფიციური პედაგოგი , ყველა დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი აქტიურად იყენებს ბუკებით სწავლებას და ჩვენი დაწყებითი საფეხურის კურსდამთავრებულები უკვე იმ დონეზე ფლობენ ტექნოლოგიებს, რომ ამ მიმართულებით ყოველთვის იქნებიან კონკურენტუნარიანები. ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლე თამაშობს ჭადრაკს, რაც ავითარებს სააზროვნო უნარებს. მოსწავლეთა დიდი ნაწილი ჩართულია სამოქალაქო აქტივობებში. გვყავს რესპუბლიკურ კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები. ხობის მუნიციპალიტეტის ,,ეტალონი“ მოსწავლეც ჩვენი სკოლელია. მაშინ, როცა იცლება სოფლები მოსახლეობისგან,  ვინარჩუნებთ კონტინგენტს. მასწავლებლებმა უდიდესი შრომის შედეგად მიიღეს სასურველი სტატუსები. დღეს გვყავს ერთი მენტორი, შვიდი წამყვანი და ცამეტი უფროსი მასწავლებელი.

- თქვენ მოსწავლეთა უზარმაზარი არმია გყავდათ და გყავთ. თუ გიგრძნიათ მათგან ყურადღება?!


- რა თქმა უნდა, ყველგან ვგრძნობ ყურადღებას. ამასწინათ ერთმა ჩემმა ყოფილმა მოსწავლემ საკუთარი წიგნი მისახსოვრა. ეს ჩემთვის უდიდესი საჩუქარი იყო. საერთოდ მათი კარგი ადამიანობაა ჩემთვის ყველაზე კარგი ჯილდო. როცა ვხედავ, რომ ჩემი ყოფილი მოსწავლეები საუკეთესოდ წარმოაჩენენ თავს, ბედნიერებით ვივსები. საპირისპირო განცდაა, როცა ისინი იმედებს ვერ ამართლებენ.

- თუ არის რამე ისეთი, რაზეც გული გწყდებათ?!


- ზემოთაც აღვნიშნე, რაზეც მწყდება გული - ბატონი კობას საკითხზე და კიდევ იმაზე, რომ ასეთ წარმატებულ სკოლას ჭირდება მორალური მხარდაჭერა, ასევე გამართული ინფრასტრუქტურა. ღმერთმა მომასწროს იმ დღეს, ახალი სკოლა აგვიშენონ. ჩვენი სასკოლო საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს ამას.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

ოქროს და ვერცხლისმედალოსანი მოსწავლეები 300-150 ლარს მიიღებენ - რა დოკუმენტებია საჭირო 

კარგად თუ კარგათ// ალბათ თუ ალბად.. - ნამდვილად იცით, ამ სიტყვების სწორი ფორმები?

PISA-ს საცდელი ტესტირება საქართველოს სკოლებში ჩატარდა

სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება