მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულების საფასურის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი მაქსიმალური ოდენობა იხილეთ ბმულზე.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით:
დადგენილებით დამტკიცებული პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებას ახორციელებენ „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანების შესაბამისად:
გ.ა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გზით;
გ.ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ჩატარებული კონკურსის (შემდგომში − კონკურსი) შედეგების საფუძველზე, იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში;
გ.გ) კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგების საფუძველზე, ხელოვნების/პერსონალური მომსახურებების/ჟურნალისტიკის და ინფორმაციის/ტრანსპორტის მომსახურებების/ინჟინერიის და საინჟინრო საქმის სწავლის სფეროს მიკუთვნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე;
გ.დ) კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ჩატარებული შერჩევის შედეგების საფუძველზე, იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობაც ნაკლებია გამოცხადებული ადგილების რაოდენობაზე;
გ.ე) კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ორგანიზებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ტესტირების გზით;
გ.ვ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, 2020 წლის ტესტირებიდან იმ პირთა გათავისუფლების შესახებ, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირდნენ და ვერ მოახერხეს ტესტირებაზე გამოცხადება შემდეგი მიზეზის გამო, იმყოფებოდნენ:
გ.ვ.ა) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე;
გ.ვ.ბ) საკარანტინო სივრცეში/თვითიზოლაციაში;
გ.ვ.გ) საკარანტინო ზონაში;
გ.ვ.დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
გ.ვ.ე) სამკურნალო დაწესებულებაში/იზოლაციაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) დადასტურების გამო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც