მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გვიშტიბის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ დეკანოსიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე პრეზენტაცია წარმოადგინა. კონფერენციის თემა იყო „შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა“.
„2020 წლის 6 ნოემბერს იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ ხელმძღვანელობით, საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც საქართველოს, მოლდავეთის და რუმინეთის მოსწავლეებთან ერთად, საკუთარი პრეზენტაცია წარმოადგინა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გვიშტიბის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ მარიამ დეკანოსიძემ, სკოლის ჩართვა აღნიშნულ კონფერენციაში განხორციელდა ქიმია-ბიოლოგიის წამყვანი პედაგოგის, ქალბატონი ცირა ბერეკაშვილი-იოსელიანის ინიციატივით და ხელმძღვანელობით.
კონფერენცია მიეძღვნა შავი ზღვის ეკოლოგიურ მდგომარეობას.
დიდი მადლობა „სპექტრს“ თანამშრომლობისათვის, ქალბატონ ცირას და ჩვენს წარმატებულ მოსწავლეს მარიამ დეკანოსიძეს“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც