მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქარელის მუნიციპალიტეტის კნოლევის საჯარო სკოლაში სწავლა რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს. დირექტორი ეკატერინე მაისურაძე აღნიშნავს, რომ რადგან თითოეულ კლასში მოსწავლეთა მცირე რაოდენობაა, დისტანციის დაცვა არაა რთული და დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის საჭიროება არ დგას.
დირექტორი გასულ სასწავლო წელს ონლაინ სწავლების პერიოდსაც დადებითად იხსენებს.
„სწავლება საკლასო ოთახებში ჩვენთან უპრობლემოდ მიმდინარეობს, სრული რეგულაციების დაცვით. არ გვიჭირს დისტანციის დაცვა, რადგან კლასებში ცოტა ბავშვი გვყავს, ზოგ კლასში ერთი ბავშვიც კია.
ჩვენს სკოლაში დასწრება სრულად არის ბავშვების, გაცდენები ძალიან იშვიათია, ამიტომ საკლასო ოთახებში სწავლა გვირჩევნია. სოფელში ინტერნეტი პრობლემაა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ წინა დისტანციური სწავლებისას რაიმე განსაკუთრებული ხარვეზი გვქონდა სწავლებისას, ეფექტურად წავმართავდით გაკვეთილებს. ისიც ეფექტური იყო, რომ მშობლები ესხდნენ ბავშვებს და ეს უფრო სტიმული იყო მოსწავლეებისთვის“,-ამბობს დირექტორი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც