მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N142 საჯარო სკოლის პედაგოგი ეკატერინე ტაბატაძე eTwinning-ის ყოველწლიურ კონფერენციაში - „საკლასო ოთახი მოქმედების ასპარეზი - კლიმატის ცვლილების სწავლება eTwinning–თან ერთად“ მონაწილეობდა. კონფერენცია სრულად ონლაინ ფორმატში ჩატარდა.
„eTwinning– ის ყოველწლიურმა კონფერენციამ თავი მოუყარა (ონლაინ) ყველაზე ბრწყინვალე და ენთუზიაზმით განწყობილ პედაგოგებს, პოლიტიკის შემქმნელებს და ექსპერტებს მთელი ევროპის მასშტაბით. გამომდინარე იქიდან, რომ 2020 წელს ითვინინგის ყურადღების ცენტრში კლიმატის ცვლილებებისა და გარემოსდაცვითი საკითხები მოექცა, კონფერენციაც აღნიშნულ თემას ეძღვნებოდა. COVID-19 პანდემიით გამოწვეული განსაკუთრებული გარემოებების გამო, კონფერენცია სრულად ონლაინ ფორმატში ჩატარდა. კონფერენციის პირველი დღე ევროპული პრიზების ცერემონიალს დაეთმო, რომელსაც პირდაპირ ეთერში 600-ზე მეტი მასწავლებელი ადევნებდა თვალს. ცერემონიალის ფარგლებში 53 მასწავლებელი დაჯილდოვდა. კონფერენციაში საქართველოდან მონაწილეობდა პროგრამის მენეჯერი ხატია მატკავა და სამი პედაგოგი. (ეკატერინე ტაბატაძე - თბილისის N142 საჯარო სკოლა).
კონფერენციის მეორე დღე ოფიციალურად გახსნა მარია გაბრიელმა, ევროკომისარმა ინოვაციების, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში.
დასკვნითი სიტყვა გადაეცა ევროკომისიის ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმების სექტორის უფროსს მარკუს რესტერს, დოქტორმა რესტერმა მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს და შეახსენა მათ eTwinning-ის საზოგადოებაში ჩართულობის მნიშვნელობა. განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც ერთმანეთის მხარდაჭერა აუცილებლობა და პასუხისმგებლობა ხდება.
„ჩვენ რთულ პერიოდში ვცხოვრობთ, ეს არ არის ადვილი, მაგრამ eTwinning-ის წყალობით ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, იმედების მიცემა და ჩვენი საქმიანობის უწყვეტად გაგრძელება -აღნიშნა რესტერმა“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც