მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის ოთხმა მასწავლებელმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა, 4 პედაგოგი კი წარმატებას უახლოეს დღეებში ელოდება.
სკოლის დირექცია ამაყობს პედაგოგთა გუნდით და აღნიშნავს, რომ სკოლაში აქამდე 1 მენტორი და 2 წამყვანი პედაგოგი იყო, ახლა კი მათ 8 წამყვანი შეემატება.
„წალენჯიხის N4 სკოლა დღეს ზეიმობს მათემატიკის მასწავლებლების: ლია გოგუას, ნანა თოლორდავას, დაწყებითი კლასების მასწავლებლის - სოფო გულუას და ი.ს.ტ-ის პედაგოგის - ხათუნა ჯალაღონიას გარე დაკვირვების წარმატებით გავლას. უახლოეს დღეებში ველოდებით კიდევ 4 მასწავლებლის წარმატებას, ეს კი წლის 8 წამყვან მასწავლებელს ნიშნავს!
დამეთანხმეთ, მცირე კოლექტივისთვის კარგი შედეგია, მითუმეტეს, როცა ჩვენ უკვე გვყავს 1 მენტორი და 2 წამყვანი! პროფესიული წინსვლა გარდაუვალია, რომელიც თანამშრომლობაზე და ერთმანეთის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული, როცა გაკვეთილზე შესულ მასწავლებელს გარედან, კარების „ჭუჭრუტანიდან“ კოლექტივის თანადგომის სუნთქვა ესმის! ერთად ყველაფერი დაძლევადია, ერთად ყველაფერს შევძლებთ! სკოლის სახელით მადლობას ვუცხადებ თითოეულ წევრს გუნდური მუშაობისთვის!
P.S. აქვე ჩვენი მასწავლებლების სახელით მადლობას ვუცხადებთ სპმთპ-ის წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს თანადგომისთვის, გარე დაკვირვების ძალიან მაღალი დონის ტრენინგების ორგანიზებისა და ჩატარებისთვის“,-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც