მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლის, მარიამ ვარამაშვილის მშობელმა ელენე ლოლიშვილმა სკოლის დირექციისა და მასწავლებლების მიმართ მადლიერება საჯაროდ გამოხატა. მას სკოლის დირექტორი ნანა შანშიაშვილი გამოეხმაურა და თავის მხრივ მადლობა მშობლებს თავადაც გადაუხადა.
„ჩვენ დავდივართ სკოლაშიც და მუსიკაზეც. მე ვთვლი, რომ მაინც და მაინც სკოლა და მასწავლებლები არ არიან ინფიცირების წყარო. მეშინია მეც, მაგრამ მეშინია კიდევ იმ გაცდენების შედეგისა, რაც თვეობით გაცდენების მოჰყვება. დღეს ოთო ბედნიერი მოვიდა, ყველა ვარსკვლავები ვიყავით დღეს, მე კი კაშკაშა ვარსკვლავი ვიყავიო. ზის და მეცადინეობს, უნდა რომ ხვალაც იკაშკაშოს. ამ ემოციებს სახლში ვერ აღიქვამს ბავშვი, მარიამის სახეს რომ ვხედავ, ვხვდები, რა ჩანაწერი გაუკეთა მასწავლებელმა. ეს ყველაფერი აბედნიერებთ ჩემს შვილებს და სადამდეც შესაძლებელი იქნება, ამ ბედნიერებას არ წავართმევ.
მადლობელი ვარ სკოლის დირექციის, ყველაფერს აკეთებენ ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის. ჩემს აზრს არავის ვახვევ, უბრალოდ ჩემი ემოციები გაგიზიარეთ“,- წერს ელენე ლოლიშვილი სოციალურ ქსელში.
მშობლის ნააზრევს სკოლის დირექტორი ნანა შანშიაშვილი გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა ყველა მშობელს, რომლებიც პანდემიის რთულ ვითარებაში გვერდში უდგანან მასწავლებლებს და შვილების განათლებაზე ზრუნავენ.
„არ შემეძლო საჯაროდ არ გამეზიარებინა და მადლობა არ გადამეხადა ყველა იმ მშობლისთვის, ვინც ჩვენთან ერთად იღწვის მომავალი თაობის განათლებისთვის, მადლობა თქვენ, ასე რომ აფასებთ ჩვენი სკოლის და მასწავლებლების ამაგს თქვენი შვილებისთვის. ვიცი, რომ ჩვენ ყველა ერთად გადავლახავთ ამ ურთულეს პერიოდს, მადლობა თქვენ, ასეთი პასუხისმგებლობით რომ ეკიდებით ყველა იმ რეგულაციას და რეკომენდაციას, რასაც სკოლა მოითხოვს თქვენგან და მადლობა თქვენ რომ ჩვენი სკოლის იმედად ხართ. მიყვარხართ და მეიმედებით ყველა“,-წერს ნანა შანშიაშვილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც