სიახლეები
სკოლები

სწავლა დისტანციურად თუ საკლასო ოთახებში - არაქართულენოვანი სკოლების დირექტორების კომენტარები
17-11-2020
-
+


კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტის სკოლებში სწავლა განსხვავებულად მიმდინარეობს. სკოლებში, სადაც ვირუსი დაფიქსირდა, სწავლა შეწყვეტილია და მოსწავლეები ონლაინ რეჟიმში სწავლობენ, იმ სკოლებში კი, სადაც კორონავირუსი არ დაფიქსირებულა, სწავლება საკლასო ოთახებში მიმდინარეობს.

რა ხდება საქართველოს რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში? როგორ მიმდინარეობს სწავლება? დაცულია თუ არა რეგულაციები იქ, სადაც გაკვეთილები საკლასო ოთახებში ტარდება? ახერხებენ თუ არა იმ სკოლის მოსწავლეები დისტანციურ გაკვეთილებში ჩართვას, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა? - ამ კითხვებზე სკოლების დირექტორები გვპასუხობენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლის დირექტორი გიას ბადალოვი:

„9 ნომებრიდან სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, ბავშვები ონლაინ სწავლების პროცესში აქტიურად არიან ჩართულები“.

ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის დირექტორი არმენუჰი ღარსლიან:

„რადგანაც არის კორონავირუსი, ამიტომ ჩვენთან სწავლა გადავიდა დისტანციურზე, მოსწავლეები 18 ნოემბრიდან უბრუნდებიან სკოლას. ისინი ონლაინრესურსებს იყენებენ ძალიან კარგად და აქტიურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში. ჩვენს სკოლაში დეზინფექცია უკვე ჩავატარეთ და სწავლას უსაფრთხო გარემოში გავაგრძელებთ“.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურის საჯარო სკოლის დირექტორი რამიზ მამედალიზადე:

„ჩვენი სკოლა 9 ნომებრიდან გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. მოსწავლეთა 70% ჩართულია „თიმსის“ პროგრამაში და დაახლოებით 30%, ვისაც არ აქვს ამ პროგრამის გამოყენების საშუალება, იყენებს სოციალურ ქსელს“.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ მამედოვი:

„ჩვენი სკოლა არის დისტანციურ სწავლებაზე გადასული. მასწავლებლები იყენებენ, როგორც „თიმსს“, ასევე „მესინჯერს“ და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ ვანაძე:

„რადგანაც სკოლაში დაფიქსირდა კორონავირუსი, ამ ეტაპზე ვართ დისტანციურ სწავლებაზე. მასწავლებლები აქტიურად იყენებენ ინტერნეტრესურსებს, მოსწავლეები კი მაქსიმალურად ჩართულები არიან სასწავლო პროცესში“.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლის დირექტორი სასნუჰი კიურეღიან:

„ჩვენი სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა, რადგან დაფიქსირდა კორონავირუსი. ბავშვები დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრებას ახერხებენ. სკოლაში კი დიზინფექცია ტარდება და მოსწავლეები ყველა რეგულაციის დაცვით დაბრუნდებიან სკოლაში“.

არიფ ალიევის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ჯუმშუდ გულმამედოვი:

„ჩვენს სკოლაში 9 ნომებრიდან ვართ დისტანციურ სწავლებაზე. ონლაინ გაკვეთილები, სავარაუდოდ, 25 ნოემბრამდე გაგრძელდება. მასწავლებლები ყველანაირად ცდილობენ, სასწავლო პროცესში ყველა ბავშვი იყოს ჩართული და მოსწავლეებმა დისტანციურ სწავლებას კარგად გაართვან თავი. რთულია, მაგრამ ახერხებენ“.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიან:

„ჩვენ სკოლაში დავდივართ ჩვეულ რეჟიმში, ვსწავლობთ საკლასო ოთახებში. პანდემიას ხელი არ შეუშლია და ყველას გვაქვს შესაძლებლობა, რომ გაკვეთილები ტარდებოდეს საკლასო ოთახებში“.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლის დირექტორი სურენ მზიკიან:

„სწავლება სკოლაში მიმდინარეობს. არ გვყავს ისეთი მოსწავლეები, რომლებმაც აირჩიეს დისტანციური სწავლება, არც პანდემიას შეუშლია ხელი ჩვენთვის. სწავლა გრძელდება რეგულაციების დაცვით, ჩვეულ რეჟიმში“.

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზაქლოს საჯარო სკოლის დირექტორი მაია ამიროვა:

„სკოლა არის დისტანციურ სწავლებაზე, არ ვიცი სადამდე გაგრძელდება ონლაინ სწავლება, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულები სასწავლო პროცესში“.

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუთის საჯარო სკოლის დირექტორი ნაზი ხორბალაძე:

„სკოლა არის სწავლების ონლაინ რეჟიმზე 4 ნოემბრიდან. 25 ნოემბრამდე ასე გავაგრძელებთ. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია. ბავშვები აქტიურად ესწრებიან გაკვეთილებს, მასწავლებელთან საკომუნიკაციოდ იყენებენ „თიმსის“ პროგრამას და სოცილაურ ქსელს“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

ოქროს და ვერცხლისმედალოსანი მოსწავლეები 300-150 ლარს მიიღებენ - რა დოკუმენტებია საჭირო 

კარგად თუ კარგათ// ალბათ თუ ალბად.. - ნამდვილად იცით, ამ სიტყვების სწორი ფორმები?

PISA-ს საცდელი ტესტირება საქართველოს სკოლებში ჩატარდა

სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება