TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

„მიყვარხართ, ადამიანებო!“-ბარდნალის სკოლის დირექტორმა ტოლერანტობის დღე საზოგადოებას თვითიზოლაციიდან მიულოცა
18-11-2020
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მთვარისა ახვლედიანმა ტოლერანტობის დღე ყველას თვითიზოლაციიდან, დამაფიქრებელი ჩანახატით მიულოცა.

„ადამის მოდგმა ერთმანეთის არის ნაწილი,
ქმნილება ყველა ერთი არის წინაშე ღმერთის,
დაეკარგება უსათუოდ სიმშვიდე ყველას,
თუკი საწუთრომ გაიმეტა იმათგან ერთი“.
მეთორმეტე საუკუნის სპარსი პოეტის,

საადი შირაზელის ეს ლექსი ამოტვიფრულია ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შენობის შესასვლელში.

ქვემოთ მოყვანილი ლექსი კი ჩვენი, უნიკალური ქართული, ხალხური ზეპირსიტყვიერების შესანიშნავი ნიმუშია და მჯერა, გაცილებით ადრე ნათქვამიც! ამიტომ მიმაჩნია, რომ მას ცივილიზებული მსოფლიო უნდა იცნობდეს (ისევ ჩვენი „მცირე ერის“ პრობლემა რომ არ გვიშლიდეს ხელს)!

ჰოდა, გაეროში თუ არაა, ამით ბევრი არაფერი აკლდება, მთავარია, გულში გვქონდეს და ცხოვრებაში ვიცავდეთ.

დღეს ტ ო ლ ე რ ა ნ ტ ო ბ ი ს  დ ღ ე აღინიშნება მსოფლიოში და მე ამ ჩემი საყვარელი ლექსით გ ი ლ ო ც ა ვ თ !

წუთისოფელი

წუთისოფელი რა არი?
აგორებული ქვა არი.
რა წამს კი დავიბადებით,
იქვე საფლავი მზა არი.
საცა სოფელში მიხვიდე,
სუყველგან ორი გზა არი.
შუაში არის ხმელეთი,
გარშემო დიდი ზღვა არი.
ყველა ადამის შვილი ვართ,
თათარიც ჩვენი ძმა არი.
თუ ქალი გეტყვის დობასა,
ის უკეთესი და არი.
აგრეთი გქონდეს გუნება,
ვით მოწმენდილი ცა არი,
თუ არ იწამებ ამასა,
მუცლით ნაშობი რა არი?

დღეს უჩემოდ განახლდა სასწავლო პროცესი, იზოლაციას დღეს ვამთავრებ და მოუთმენლად ველი ხვალ თქვენთან შეხვედრას, მანამდე კი აქედან მინდა ხმა მოგაწვდინოთ ყველას, ჩემს მოსწავლეებსა თუ კოლეგებს, მოსწავლეთა მშობლებს, ნაცნობებსა თუ უცნობებს:

მიყვარხართ, ადამიანებო!

ესეც დავიმახსოვროთ: „გმირობის გამოცდას ვაბარებთ მაშინ, როცა უმცირესობაში ვართ, ტოლერანტობის გამოცდას კი - უმრავლესობაში ყოფნის დროს“.

16 ნოემბერი ტოლერანტობის დღეა!“

სკოლის დირექტორი
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
მთვარისა ახვლედიანი


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პირველი თემა, რომელსაც ნანა ქიმერიძე ფართო აუდიტორიასთან შეეხება, ჰოსპიტალის დასუფთავება/დეზინფექციაა

 სპეციალურ შეთავაზებები ექნებათ ბაღის პერსონალს ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევების, ისე ექიმთა კონსულტაციის მიმართულებით.

 საპრეტენზიო განაცხადების მიღება დღეს, 9 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

სიახლეები
საზოგადოება